აშშ–ის პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივანი ევროპასა და ავღანეთში თანამშრომლობას განიხილავენ

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სამშაბათს ბარაკ ობამა ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, იუწყება თეთრი სახლის პრეს–სამსახური.

 

ვაშინგტონი, 7 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სამშაბათს ბარაკ ობამა ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, იუწყება თეთრი სახლის პრეს–სამსახური.

 

„7 სექტემბერს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს თეთრ სახლში მიიღებს. ისინი განიხილავენ ნატოს როლს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ავღანეთში თანამშრომლობის ჩათვლით ჩვენი (აშშ–ის) ინტერესების წინსვლაში. ასევე შეხვედრის დღის წესრიგშია – 19–20 ნოემბერს ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტის განხილვა, რომელიც 21–ე საუკუნის გამოწვევებს მიეძღვნება. შეხვედრა მოკავშირეებთან კონსულტაციების ფარგლებში გაიმართება“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.

2