კაჩინსკი ვარშავას ტუ–154–ის კატასტროფის შესახებ სიმართლის დამალვაში ადანაშაულებს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პარტია „უფლება და სამართლის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ხელისუფლებას სმოლენსკში ტუ–154 კატასტროფის გამოძიების წარმოების არასაკმარის აქტიურობაში და სიმართლის დამალვაში ადანაშაულებს, რომელშიც მისი ძმა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა.

ბილისი, 6 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. პარტია „უფლება და სამართლის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ხელისუფლებას სმოლენსკში ტუ–154 კატასტროფის გამოძიების წარმოების არასაკმარის აქტიურობაში და სიმართლის დამალვაში ადანაშაულებს, რომელშიც მისი ძმა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის სამთავრობ თვითმფრნავი სმოლენსკთნ ახლოს ჩმოვარდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი ხეების წვერებს გამოედო ძლიერი ისლის გამო. დაიღუპა 96 ადამიანი. დაღუპულთა შორის იყვნენ ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი.

ერთ–ერთ პოლონურ პორტალისთვის – Blogpress.pl მიცემულ ინტერვიუში ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით პოლონეთის ხელისუფლების ქმედებებზე საუბრისას, იაროსლავ კაჩინსკიმ, განაცხადა: „ეს, რა თქმა უნდა სკანდალია, სრული კაპიტულაცია“.

„უფლება და სამართლის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკის მთავრობა „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, შეცდომაში შეყავს საზოგადოება ან კითხვას სიჩუმით პასუხობს“.

იაროსლავ კაჩინსკი ვარაუდობს, რომ „პირველ რიგში უნდა აიწყოს თვითმფრინავი, მეორე რიგში – არ არსებობს მონაცემები თვითმფრინავის მექანიზმის განადგურებასთან დაკავშირებით“.

„მე იქ ვიყავი 10 აპრილს საღამოს და ის ნაწილი, რომლის ქვეშაც ბორბლებია და პრეზიდენტის სალონი, გადაბრუნებული იყო. თვითმფრინავის დანარჩეი ნაწილი კი საერთოდ არ იყო., თითქოს აორთქლდა, პატარა ნაწილებად დაიშალა“, – განაცხადა დაღუპული პრეზიდენტის ძმამ. 

მისი თქმით, „საჭიროა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ მოხდა, რომ ბომბდამშენი, ტუ–154 კი გადაკეთებული ბომბდამშენია, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან ვარდება არ იმტვრევა, ამ შემთხვევაში კი სრულიად იფშხვნება“. იაროსლავ კაჩინსკი დარწმუნებულია, რომ „40 სანტიმეტრიანი დიამეტრის არყის ხემ არ უნდა მოაგლიჯოს ფრთა მძლავრ ლაინერს“.

0