აშშ–ის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი ევროპასა და ავღანეთში თანამშრომლობას განიხილავენ

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
7 სექტემბერს ვაშინგტონში ბარაკ ობამა მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სამსახურმა პარასკევს.

ვაშინგტონი, 4 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. 7 სექტემბერს ვაშინგტონში ბარაკ ობამა მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სამსახურმა პარასკევს.

„7 სექტემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიიღებს. ისინი განიხილავენ ნატოს როლს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი (აშშ–ის) ინტერესების წინსვლაში, მათ შორის ავღანეთში თანამშრომლობას. აგრეთვე, დღის წესრიგშია – 19–20 ნოემბერს ლისაბონში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტის განხილვა, რომელიც 21 საუკუნის გამოწვევებისადმი მომზადებას ეძღვნება. შეხვედრა მოკავშირეთა კონსულტაციების გაგრძელების ფარგლებში გაიმართება“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

1