ჯიშიანი ქალის ნიშნები და თვისებები – შეამოწმეთ საკუთარი თავი

© photo: Sputnik / Mikhail Ozerskiy / გადასვლა მედიაბანკშისოფი ლორენი
სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯიშიანს, ჩვეულებრივ, ცხოველებს უწოდებენ. მაგრამ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო და კონკრეტული გამოთქმა: „ჯიშიანი ქალი!“

როგორია ეს ქალი და რატომ ჰქვია ასე?

ადრე ჯიშიანი ქალის სინონიმი იყო „არისტოკრატი“. მაგრამ კლასობრივი დაყოფა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. ამიტომ ახლა ჯიშიანი ქალი არის ქალბატონი საკუთარი ღირსებების შეგრძნებით, რომელსაც შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, რომ ირგვლივ მყოფებმა თვალი ვერ მოწყვიტონ.  

ქალი მინდორში - Sputnik საქართველო
შეამოწმეთ საკუთარი თავი – წარმატებული ქალის უმთავრესი ნიშნები

აუცილებელი არ არის, ის ლამაზი იყოს, მაგრამ არის თავდაჯერებული, იცის ნებისმიერ საზოგადოებაში თავის დაჭერა, იცის რა სურს და როგორ მიაღწიოს ამას.

ჯიში იგრძნობა იმ ქალში, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს, კარგი მანერები და მაღალი ინტელექტი. ეს ქალბატონი პირდაპირია, წარმატებული და დაჯილდოებულია განუმეორებელი შარმით.

ქალის ოთხი მდგომარეობა – რომელი ჭარბობს თქვენში?

ის არავისში შეგეშლებათ, მისი სახება სამუდამოდ ილექება ქვეცნობიერში. სწორედ ასეთ ქალებზე ოცნებობენ მამაკაცები.

მსოფლიოში უამრავი ლამაზი ქალია, მაგრამ ჯიშიანი — ერთეულები. ასეთი ქალბატონი თავისი ქცევებით განსხვავდება უბრალოდ ლამაზი ქალისგან. ჯიშიანი ქალი შემდეგნაირად იქცევა:

  • მამაკაცების გამო არასდროს ცვლის თავისი ცხოვრების გეგმებს;
  • შეუძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი;
  • იცის და იყენებს ეტიკეტს, კარგი ტონის წესებს;
  • აქვს დახვეწილი და ფაქიზი გემოვნება;
  • აქვს სტილის შეგრძნება;
  • შეუძლია საკუთარი თავის დაცვა;
  • კონფლიქტებიდან ღირსეულად, ხშირად გამარჯვებული გამოდის;
  • შეუძლია საუკეთესოდ მოიწყოს საკუთარი ცხოვრება;
  • დახვეწილად გამოიყურება;
  • მოდას კი არ მისდევს, არამედ თვითონ კარნახობს მას.

საყოველთაო აღიარებით, ასეთი ქალების რიცხვში შედიან: ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი, მონიკა ბელუჩი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედოფლები და პრინცესები.

ყველა ახალი ამბავი
0