როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ..."

© photo: courtesy of Manana Matiashviliკედლის მოხატვის დროს
კედლის მოხატვის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისეც ხდება, რომ არჩეულ პროფესიას პირველად საკუთარ შვილებსა და ოჯახზე გამოსცდი და ცხოვრებას საკუთარი ხელით ალამაზებ...

მანანა მათიაშვილმა სკოლის შემდეგ სეუ-ს ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა ტანსაცმლის მოდელირება-დიზაინის სპეციალობით. უმაღლესის შემდეგ ოჯახი შექმნა. მისი რჩეული სკოლაში მისივე სამხედროს მასწავლებელი აღმოჩნდა...

დღეს მეუღლესა და სამ შვილთან ერთად სოფელ მარტყოფში ცხოვრობს. პირველი სამუშაო გამოცდილება ოჯახში მიიღო: კერავს, ხატავს, ქარგავს, ბავშვებისთვის ქმნის მოდელებს, აკეთებს სათამაშოებს, კერავს ჩანთებსა და აქსესუარებს, რთავს ტორტებს, მისი მოხატულია სახლის და სოფლის საბავშვო ბაგა-ბაღის კედლები. ამონტაჟებს და აწყობს ვიდეოებს, რომელშიც მისი შვილები კითხულობენ ლექსებს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებსაც და საკუთარ თავსაც მოწყენის საბაბი არ გაუჩნდეს.

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილი
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილი

- მანანა, როგორც გავიგე, ოჯახში ძალიან გამოგადგათ თქვენი პროფესია...

- შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ პროფესიასთან კავშირი არ გამიწყვეტია. ჩემი ცოდნა ბავშვებზე გამოვიყენე: როცა საბავშვო ბაღში იყო საჭირო, მათთვის კაბებს ვკერავდი და ლამაზ ნივთებს ვაკეთებდი. ამის გარდა დავიწყე ხელნაკეთი ალბომების, თმის აქსესუარების, სასკოლო ნივთების, ჩანთების, დეკორაციული საგნების და, მოკლედ, რაც კი დამჭირდა, ყველაფრის საკუთარი ხელებით შექმნა. ძირითადად ბავშვებისთვის ვაკეთებ, მაგრამ არის შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელებში ვდებ და შემდეგ ანალოგიურს მიკვეთავენ ხოლმე, ან რაიმე სხვა ნაკეთობის დამზადებას მთხოვენ და ვყიდი.

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილი შვილებთან ერთად
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილი შვილებთან ერთად

- ალბათ საბავშვო ნივთებს პირველ რიგში საკუთარ შვილებზე, ასე ვთქვათ, ტესტავთ?

- დიახ, პირველად მათ ვაჩვენებ. ისიც მომხდარა, რომ ჩემს შვილებს ჩემ მიერ გაკეთებული ნივთი ისე მოსწონებიათ, რომ ის შემკვეთამდე ვერ მისულა. ასეთ დროს მისი ხელახლა გაკეთება მიწევს, რომ მათაც ჰქონდეთ. ახლაც ერთი ნახატი ისე მოეწონათ, რომ ვერ გავყიდე და ბავშვს დავუკიდე ოთახში. ამიტომ ჯერ ვერ გამოვა ისე, რომ ჩემი საქმე ბიზნესად ვაქციო. აქამდე ვერც გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. როცა დავაპირე, პატარების დამტოვებელი არავინ გამოჩნდა და ჩაიშალა. როცა წამოიზრდებიან, მერე ვნახოთ. ბავშვები თვეების რომ იყვნენ, მაშინაც კი ამას ჩემთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლია – მაინც ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მომწონდა. დღეს სახლში ჩემი პატარა კუთხე მაქვს. ბავშვებმა იციან, როცა იქ ვარ, ხელი არ უნდა შემიშალონ. თვითონაც სიამოვნებით ადევნებენ თვალს ჩემ საქმიანობას.

© photo: courtesy of Manana Matiashviliოჯახთან ერთად
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

- ბავშვებს ლამაზ სამოსს უკერავთ და არ გიფიქრიათ, რომ საბავშვო ხაზზე გემუშავათ?

- ამაზე სულ ვფიქრობ, ბავშვების მოდაზე რომ ვიმუშაო, ამის სურვილი მაქვს. თან ამით დღეს არც ისე ბევრია დაკავებული. ძალიან რთულია მათზე მორგებული და სპეციალურად მათთვის შეკერილი ლამაზი ტანსაცმელი, ისეთი, რომ მოეწონოთ. ბავშვები ხომ ძალიან პრეტენზიული ხალხია!..

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილის შეკერილი კაბა
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილის შეკერილი კაბა

- ამით არ დაკმაყოფილდით და კედლების მოხატვა და ტორტების მორთვაც დაიწყეთ...

- კედლებს ყველგან ვხატავ, სადაც კი საშუალება მეძლევა. ჩემ სახლში ბავშვების ოთახი ჩემი ხელითაა გაფორმებული, სოფელში ორი ბაგა-ბაღია და ორივე ჩემი მოხატულია. ტორტებს რაც შეეხება, ამჟამად სოფელში ერთ-ერთ კონდიტერთან ვმუშაობ „მარციპანზე“, როგორც იცით, ჩვენთან ასე დახვეწილ და არისტოკრატულ ტკბილეულს ეძახიან. არ ვიცი, რამდენად არისტოკრატულია, მაგრამ ჩემ მორთულ ტორტებს ყველა ლამაზად თვლის და ეს მახარებს.

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილის ნახატი
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილის ნახატი

- მაგანაც რომ არ დაგაკმაყოფილათ, ვიდეოების მონტაჟიც დაიწყეთ და დღეს ინტერნეტში ბევრია ატვირთული...

- ეს საქმეც სახლში დავიწყე. ძალიან მომწონდა ვიდეოები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ათავსებენ. ერთხელაც ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილების ყურება დავიწყე. მართალია, ისინი უცხო ენაზე იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მესწავლა, რომ მაინც გავერკვიე. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი და ავითვისე. ახლობელს სამონტაჟო პროგრამა ჩავაწერინე კომპიუტერში და ვიდეოების აწყობა დავიწყე. პირველი ვიდეო მაშინ ავაწყვე, როცა ინტერნეტში ერთ ლექსს წავაწყდი, რომელიც ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, აქედან რამე გამოვიდოდა–მეთქი, ვცადე და მართლა გამომივიდა. ლექსებს ჩემს შვილებს ვაკითხებ, ძალიან გრძელ ლექსს პატარები ჯერ ვერ ითვისებენ, ამიტომ მათ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვწერ ხოლმე, ბოლოს ვაფორმებ, ძალიან საინტერესო პროცესია.

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილის ნამუშევრები
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილის ნამუშევრები

- შეგიძლიათ თქვენი სიყვარულის ამბავი გაიხსენოთ?

- ჩემი მეუღლე ლაშა ახობაძე სკოლაში ჩემი სამხედროს მასწავლებელი იყო. ახლაც სამოქალაქო განათლებას ასწავლის სკოლაში. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელია. სკოლაში ძალიან მომწონდა და ეს ამბავი მან ჩვენი საერთო მეგობრისგან გაიგო, როცა სკოლა დავამთავრე. შეხვედრის ინიციატივა შემდეგ მისგან წამოვიდა. დავიწყეთ შეხვედრა და უკვე ერთ წელიწადში დავქორწინდით. დღემდე გვიყვარს ერთმანეთი. სიყვარული გრძნობაა, რომელსაც გაფრთხილება უნდა.

© photo: courtesy of Manana Matiashviliმანანა მათიაშვილის ნამუშევრები
როცა დედა ოჯახის დიზაინერია – „შვილები რომ შემეძინა, სახლში დავჯექი, მაგრამ... - Sputnik საქართველო
მანანა მათიაშვილის ნამუშევრები

- როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი სიყვარულს?

- რაღაც მომენტში ყოველთვის არის პატარა უთანხმოება ან გაუგებრობა, მაგრამ პატარა დოზით ეგეც საჭიროა, რადგან შემდეგ შერიგებასა და ჩახუტებას ისევ ის გრძნობა მოაქვს, რაც წლების წინ იყო... მთავარია, ისეთი რამ არ გააკეთო, რომ შემდეგ თვალებში ჩახედვის უფლება არ გქონდეს…

 

ყველა ახალი ამბავი
0