მარიამ ციმინტია

ექსტრასენსების შოუ: მარიამ ციმინტია წარმატებით იბრძვის უძლიერესის ტიტულისთვის

376
(განახლებულია 14:25 09.10.2019)
376
სასიყვარულო წერილი

გაჰყევით ჩემს ქმარს ცოლად: მომაკვდავი ქალის გულისგამგმირავი წერილი

1417
(განახლებულია 21:13 23.07.2020)
2017 წლის მარტის შუა რიცხვებში ინტერნეტი და ტელევიზია ემი კრუზ როზენტალის გულგამგმირავმა წერილმა შეაზანზარა — მომაკვდავი ქალის წერილმა, რომელიც „იქ“ წასვლამდე დღეებს ითვლიდა, თუმცა მანამდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსასწრები...

ეს საქმე საყვარელი მეუღლის ცხოვრების მოწყობა იყო მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებოდა.

ემის უცნაური და უჩვეულო წერილი ეძღვნებოდა უცნობ ქალს, მის სავარაუდო შემცვლელს, და ასეც  იწყებოდა:

ემი კრუზ როზენტალი
ემი კრუზ როზენტალი

„გზავნილი ვიღაც უცნობ ქალს ეძღვნება, რომელიც, კაცმა არ იცის, საერთოდ არსებობს თუ არა.

მაშ ასე, მომაკვდავი ქალის წერილი მის სავარაუდო შემცვლელს:

ამის გაკეთება უკვე რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მორფიუმმა და უჩიზბურგერო დიეტამ მომცელა (ჰო, რა იყო, უკვე ხუთი კვირაა, ადამიანურად არ მიჭამია).

აღარაფრით არ შეიძლება ამ წერილის გადადება — ძალიან ცოტა დრო დამრჩა. უნდა მოვასწრო, სანამ კიდევ შემიძლია: ყურადღების კონცენტრირება და კომპიუტერზე ბეჭდვა. მოკლედ, მზად ვარ.

მე მთელი 26 წლის განმავლობაში ვიყავი ყველაზე არაჩვეულებრივი კაცის ცოლი. და კიდევ სულ ცოტა 26 წელი ვაპირებდი მასთან ერთად ცხოვრებას. მაგრამ... გინდათ, ერთი ისტორია გიამბოთ?

2015 წლის 5 სექტემბრის გვიან საღამოს ცოლი და ქმარი მიდიან საავადმყოფოში, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. გასინჯვისა და ანალიზების ჩაბარებიდან ორიოდე საათის შემდეგ ექიმი მათ უცხადებს, რომ მუცლის ღრუს მარჯვენა ქვედა მხარეს გამჭოლი ტკივილი — ეს აპენდიციტის შეტევა კი არ არის, როგორც ამას ცოლ-ქმარი ფიქრობდა, არამედ, დიდი ალბათობით, საკვერცხეების კიბო.

 

6 სექტემბრის დილა წყვილისთვის პირველი დღე იყო, როცა ერთდროულად მათი ბუდეც გაპარტახდა და ყველა იმედიც უფსკრულში დაინთქა. 

სამი შვილიდან უმცროსი კოლეჯში წავიდა, ცოლ-ქმრის ცხოვრება-გეგმები-ერთად ყოფნა კი კრახით დასრულდა.

  • არ შედგება ქმართან და მშობლებთან ერთად აფრიკაში მოგზაურობა!
  • არავითარი აზრი არ აქვს ჰარვარდის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანას!
  • გაუქმდა აზიური ტურნე დედასთან ერთად!
  • გაცდება სამწერლო სემინარები ინდოეთში, ვანკუვერსა და ჯაკარტაში!
მწარე ირონია: სიტყვები „კიბო“ (cancer) და „გაუქმება“ (cancel) საშინლად ჰგავს ერთმანეთს. 

იმ დღეს დაიწყო ჩვენი ცხოვრება არა მომავლისთვის, არამედ იმ წამს არსებულისთვის. თუმცა მაინც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ იმ, მომავალი ცხოვრების გმირზე. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჯეისონ ბრაიან როზენტალი.

ეს სასწაული ადამიანია, რომლის შეყვარებაც ძალიან იოლია. მე ეს ერთ დღეში მოვახერხე. ორივენი 24-24 წლისანი ვიყავით, როდესაც საერთო მეგობარმა „ბრმა პაემანი“ მოგვიწყო. რატომღაც იფიქრა, რომ იდეალური წყვილი ვიქნებოდით და არც შემცდარა. იმ დღეს, როცა ჯეისონმა პირველად მომიკაკუნა კარზე და დავინახე, ვიფიქრე, არის ამ კაცში რაღაც ისეთი-მეთქი. ვახშმის შემდეგ კი უკვე ცოლად გაყოლა მინდოდა.

ჯეისონი? ჯეისონი ამას მხოლოდ ერთი წლის მერეღა მიხვდა.

არასდროს შევსულვარ გაცნობის საიტებზე და არ ვიცი, როგორ ივსება პროფილი. მაგრამ ჩემი ქმრისთვის ამას პირდაპირ ახლა ვაკეთებ. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მას უკვე 9 490 დღეა, რაც ვიცნობ.

სიმაღლე — 175 სმ. წონა — 72 კგ. თვალების ფერი — „მარილიანი წიწაკა“ და ყავისფერი.

ამის შემდეგ თანმიმდევრობას არ დავიცავ, ისე დავწერ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია.

ჯეისონს კარგი გემოვნება აქვს და უყვარს მოდურად ჩაცმა. ჩვენი ბიჭები ხშირად თხოულობენ მის ტანსაცმელს. ის მშვენივრად გამოიყურება და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია. 

დიდებული მზარეულია. ჩვენი ჩვეულებრივი საღამო ასე გამოიყურება: ის მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთული მოდის, ალაგებს მათ სამზარეულოში და რაღაცას მიმზადებს ნაუცბათევად, რომ ვახშმის მოლოდინში შიმშილით გული არ წამივიდეს.

ჯეისონს უყვარს ცოცხალი მუსიკა — ორივეს გვიყვარს. და ჩვენი 19 წლის გოგონა ელისს მამასთან ერთად კონცერტზე წასვლა ყველაფერს ურჩევნია.

ის არაჩვეულებრივი, მზრუნველი მამაა. გადასარევად ხატავს. მხატვარსაც კი დავარქმევდი, რომ არა ხარისხი იურისპრუდენციაში, რის გამოც ის ყოველი დღის 9-დან საღამოს 5 საათამდე ოფისში იყო ხოლმე, სანამ მე არ დავსნეულდი. 

თუ ოჯახის შექმნის მიზნით რომანტიკოსს ეძებთ, იცოდეთ, რომ ჯეისონი სათქვენო კაცია. გიჟდება პაწია ემოციურ საჩუქრებზე. მაგალითად, პირველი შეხვედრიდან ერთი წლის თავზე გრძელ მერხზე ჩამოსკუპებული შეყვარებულების მინი-სკულპტურა მაჩუქა, რომელიც ხელისგულზე ეტევა.

ერთ დღეს, როდესაც პირველად ვიყავით ორსულობის დასადასტურებლად ულტრაბგერით გამოკვლევაზე, ჯეისონი გიჟივით გავარდა ექიმის კაბინეტიდან და უკან ყვავილების თაიგულით დაბრუნდა.

მთელი ცხოვრება მანებივრებს ყოველ კვირა დილით ლოგინში მორთმეული საუზმით.

როცა ავტოგასამართ სადგურზე მანქანაში ჯდება, როგორც წესი, ხელი გამომიშვირეო, მეუბნება და ხელისგულზე საღეჭი რეზინის ფერად ბურთულას მიდებს. იცის, რომ თეთრის გარდა ყველა ფერის კევი მიყვარს.

უკვე გითხარით, რომ წარმოუდგენლად ლამაზია? უფ, როგორ მომენატრება მისი სახე! პრინცს ჰგავს და ჩვენი ურთიერთობებიც ზღაპარს მაგონებს. თუმცა, ასეცაა.

კოჭზე ტატუ მაქვს — ასო J. ეს მისი სახელის პირველი ასოა. იმას კი ხელზე აწერია ჩემი ინიციალები.

როცა შევიტყვე, რა დაავადებაც მჭირდა, მეორე ტატუ გავიკეთე: სიტყვა more („კიდევ“). მშობლებმა მითხრეს, ენა რომ ამოიდგი, პირველი ეს სიტყვა თქვიო. ჰოდა, ჩემი ცხოვრების დევიზადაც იქცა: მინდოდა კიდევ მეტხანს ვყოფილიყავი შვილებთან და ჩემ საყვარელ ადამიანთან. მინდოდა კიდევ მეტი სიკეთის ჩადენა მომესწრო; მინდოდა კიდევ მეტი საინტერესო მენახა… მინდოდა კიდევ მეცოცხლა. 

მაგრამ ეს შეუძლებელია. მე უახლოეს დღეებში გარდავიცვლები. უნდა მოვასწრო და ამ პლანეტაზე დარჩენილი ბოლო საქმეები უნდა გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ ამ წერილს „სწორი ქალი“, ანუ ისეთი წაიკითხავს, რომელსაც ჯეისონის ცოლობა მოუნდება. და ჯეისონიც მოინდომებს მასზე დაქორწინებას. 

მინდა, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ. ახლა ეს უკვე თქვენი ისტორიაა.

წარმატებებს გისურვებთ.

სიყვარულით, ემი.

2017 წელი, 13 მარტი...“

1417
თემები:
რეალური ისტორიები
ქალი გვირილით

როგორ მამაკაცებს მოსწონთ „ფუმფულა" ქალები

2115
(განახლებულია 19:37 22.07.2020)
როგორია ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის იდეალური ქალი? რას აქცევს პირველ რიგში ყურადღებას ნამდვილი, მოწიფული მამაკაცი?

სრული ქალები მამაკაცებს ისევე მოსწონთ, როგორც გამხდარი. თან სიმსუქნეც სხვადასხვანაირია – „ქალი ფორმებით", „დიდი და კეთილი", „დახვეწილი მსუქნები", „ფუმფულა ქალები" და სხვ.

„ეს ის არაა, რაც შენ გგონია": რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის...>>

ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცს რეაგირება აქვს ქალის უნარზე, წარმოადგინოს საკუთარი თავი და არა პარამეტრებზე.

უმეტეს შემთხვევაში მსუქან ქალებს მთელი რიგი კომპლექსები აწუხებთ. ცდილობენ დაიმალონ, რომ მამაკაცების ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ. მამაკაცები კი ამას გრძნობენ და ცდილობენ ასეთ ქალებს გვერდი აუარონ.

ექსკლუზიურ ქალებს ფუმფულა ფორმებით საწინააღმდეგო სქესზე დიდებული შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ:

  • ისინი აქტიური და სულიერად მხნე არიან
  • აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და არ არიან მორიდებული
  • არიან ემოციურად თბილი, ემპათიური
  • არიან პასუხისმგებლიანი და სულიერად ძლიერი ყოველდღიური ამოცანების გადაჭრისას
  • მათ მამაკაცთან ურთიერთობების მხრივ მოქნილი და ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ნუსხა აქვთ შედგენილი

ამგვარად, მათ შესწევთ უნარი, მიიპყრონ ასეთივე კომფორტული მამაკაცის ყურადღება.

მამაკაცები, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, აინტერესებთ ლამაზი და თავდაჯერებული ქალები, არიან:

თავდაჯერებული

არავის არაფერს უმტკიცებენ. შეუძლიათ იყვნენ იმ ადამიანთან, რომელთანაც თავს ნამდვილად კარგად გრძნობენ. არ აქცევენ ყურადღებას სტანდარტებსა და წესებს. არიან თამამი თავიანთ არჩევანში და საზოგადოების მოსაზრება არ აინტერესებთ.

კეთილი

ეს თვისება ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება – მათ ჰყავთ ბევრი მეგობარი, არიან კომუნიკაბელური, არააგრესიული, არ არიან მანიპულატორები.

მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი>>

მშვიდი, მომთმენი

ნაკლებად აკრიტიკებენ საკუთარ თავსა და ირგვლივ ადამიანებს. თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ და ირგვლივ ადამიანებსაც აძლევენ ნებას – იყვნენ ისეთი, როგორიც მათ სურთ.

კარგი იუმორის მქონე

ამ ადამიანებს, როგორც წესი, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. ნამდვილი იუმორის გრძნობა კი ისაა, როცა ორივე მხიარულადაა.

უკომპლექსო სექსში

მათთვის სექსი – ეს მხოლოდ კიდევ ერთი საშუალებაა, რომ ცხოვრებით დატკბნენ.

არ ცდილობენ თავიანთი ქალის „გადაკეთებას"

არ აიძულებენ ქალს გახდომას, მათი გემოვნებით ჩაცმას. უბრალოდ, მას აძლევენ უფლებას – იყოს ის, ვინც არის.

არ არიან „ჩაციკლული" გარეგნობაზე

მათთვის მთავარია, რომ თავს გრძნობდნენ კომფორტულად, დაძაბულობის გარეშე. არა აქვთ ნევროზი ზედმეტი კილოგრამებისა და მუცლის „ნაკეცების" გამო.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

მთავარი, რაც ასეთ მამაკაცებს აერთიანებს, ისაა, რომ ისინი ფსიქოლოგიურად მოწიფული არიან და საკმაოდ კარგად იცნობენ თავიანთ ქალებს. მათ ესმით, რომ ყველა ქალი სხვადასხვანაირია და „ფუმფულა" სულაც არაა რამით ნაკლები ქალზე, რომელსაც „ფეხები კისრიდან ეწყება". მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს იწონის მათი საყვარელი ქალი. ასეთი ქალი ასოცირდება სითბოსთან, ზრუნვასთან და თბილ ურთიერთობებთან.

2115
თემები:
სასარგებლო რჩევები
მთვარე

მთვარის კალენდარი: 8 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:09 06.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კარგი დღეა აქტიურობისთვის, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ტაქტი, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა.

მატულობს ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და დასამახსოვრებელი იქნება, მაგრამ, დიდი ალბათობით – ხანმოკლე.

ამ დღეს არ ღირს ფულის სესხება ან ვალის აღება. ნეიტრალური დღეა მუშაობისთვის.

რეკომენდებულია სიტყვების სიფრთხილით შერჩევა, ასე ფრთხილი მოქმედება, რადგან ადვილად შეიძლება კონფლიქტური ვითარების პროვოცირება, დღის მშვიდად გატარება, მაგრამ მარტოობაში – არა, ყველა შემოსული ინფორმაციის დაკვირვებით შემოწმება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საკითხების განხილვა, კოლეგებთან ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის დაცვა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, შეხვედრების დანიშვნა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ფულით ტრაბახი, სიახლეების არაფრად ჩაგდება, ახალი სამსახურის დაწყება, დაუფიქრებლად მოქმედება, წინადადებების მიღება, უცნობებთან კონტაქტი და ახალი ნაცნობობა.

შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო უცნობ ადამიანებთან, დოკუმენტებთან და ფულთან დაკავშირებით.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, მოსალოდნელია თმის დაზიანება. შეღებვა კი შეიძლება. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ, მათ შორის, თავის მასაჟი.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.

0