ქალი მინდორში

რა ანგრევს ქალის სექსუალურ ენერგიას და როგორ შეიძლება მისი აღდგენა

523
(განახლებულია 12:20 13.08.2019)
ინტიმური ურთიერთობებისას თქვენი აურის ენერგია სხვა ადამიანის ენერგიას ერწყმის. ეს მძლავრი შერწყმა, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ მიიჩნევთ თქვენ ამ კონტაქტს, თანმდევ სულიერ კვალს ტოვებს.

რაც უფრო მეტჯერ გაქვთ ინტიმური ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, მით უფრო მეტად ეჯაჭვება ერთმანეთს სხვისი აურები თქვენს აურას. ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის აურის ცვალებადობა და შეუსაბამობა, რომელიც ამ მრავალრიცხოვანი ენერგეტიკული ნამსხვრევების მატარებელია.

ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ეს მოუწესრიგებელი ძალა განდევნის დადებით ენერგიას და ცხოვრებაში უფრო ნეგატიურ ენერგიას იზიდავს.

ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობები სექსუალური ენერგიის ურთიერთგაცვლაზეა აგებული.

ქალი დედამიწის ენერგიას იღებს, მამაკაცი - კოსმოსის ენერგიას.

წყვილში, რომელიც მიმართულია ხანგრძლივ და სრულფასოვან კავშირზე, დედამიწისა და კოსმოსის ენერგიის შერწყმა ქმნის ჰარმონიას, იძლევა ძალებს თითოეული პარტნიორისთვის.

როგორ გროვდება, იხარჯება და აღდგება სექსუალური ენერგია მამაკაცებსა და ქალებში?

 

523
თემები:
სასარგებლო რჩევები (215)
დედა და შვილი

დედებისთვის თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

190
(განახლებულია 19:56 03.03.2020)
დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ადამიანებისა და შრომისადმი, პირველ რიგში ახლობლების გავლენით ყალიბდება. რა თქმა უნდა, გენებიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ აქაც — ჩვენი შვილების მშობლებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

უბედურებების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი პოვნა ადვილი არ არის.

მაგალითად, დედები ხშირად ამბობენ: „ჩემს შვილს ისე ვზრდი, რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული, მოკლედ, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი“. აბა, ჰკითხეთ ამ ქალს, თვითონ არის ბედნიერი? გიპასუხებთ, რომ არა. არის თავდაჯერებული? — არა; წარმატებულია? — არა… შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრობს უმუშევარი ნარკომანის ან ალკოჰოლიკის, ან უსაქმურის გვერდით, თვითონ დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ქალს არ ესმის, რომ ვერანაირ ბედნიერებასა და წარმატებას ის ვერ მიაღწევს. ცუდად რომ გახდეს, ოჯახის წევრები, თანაგრძნობის ნაცვლად, მათრახს გადაუჭერენ, რადგან მისი გაჩერება არ შეიძლება. ყველაზე საშინელი კი ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ უბედურ ქალს არც უნდა სხვა ცხოვრება, რადგან ამ შემთხვევაში თავისი მნიშვნელობის შეგრძნებას დაკარგავს. სადღაც სულის კუთხე-კუნჭულში ის ამაყობს თავისი გმირული ტანჯვით, მას თანაუგრძნობს თავისნაირი, ცხოვრებისგან გათელილი მეგობარი ქალი. ასეთი ქალი, რომელსაც აქვს ცოტა დეპრესია, ცხოვრებაში არ აკლია სკანდალები და ხანდახან კაცის მუშტიც, დარწმუნებულია, რომ შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული.

მაგრამ სიტყვა მაშინ წვრთნის, როცა თვალწინ ღირსეული მაგალითია. მუდამ გაღიზიანებული დედა მზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში და მამა — დივანზე ლუდით ხელში წამოკოტრიალებული ან ცოლის მიმართ საყვედურების კორიანტელის დამყენებელი — ბავშვების მაგალითი ვერ იქნება. სად პოულობენ ასეთი ბავშვები ავტორიტეტს? – ქუჩაში. და ეს „ავტორიტეტის“ მქონე ადამიანები ყოველთვის ღირსეული არ არიან.

რატომ არ თხოვდებიან ქალები?>>

ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება, შემდეგ უბრალოდ მისი „გაშალაშინება“ ხდება — თვისებების ერთი ნაწილის გამახვილება და მეორის — მიჩქმალვა. 5-7 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს — საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ, მასწავლებლებისა და მშობლების ნოტაციები ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის. ცუდი სწავლის დროს ხომ მათ თეფშზე საჭმელი არ მცირდება, მშობლების შეძენილი ტანსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, სამკაულები და სხვა — არ ქრება.

ადამიანი საკუთარ საქციელზე დაფიქრებას, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყებს, რაც დასჯის ცხოვრება და არა — დედ-მამა. მშობლებს კი საკუთარი შვილების დაცვა ყველანაირად უნდათ, მათ ნაცვლად აკეთებენ თავიდან სკოლის დავალებებს, შემდეგ, მაგალითად, „მომგებიანად“ ათხოვებენ, ეძებენ მათ ნაცვლად სამსახურს… მაგრამ ეს ყველაფერი შვილებს ბედნიერს არ ხდის.

ბავშვს ასწავლის არა სიტყვა, არამედ მაგალითი. სასაცილოა, ბავშვს სიგარეტის მოწევა პირში სიგარეტგაჩრილმა აუკრძალო, ან აუხსნა, რომ საჭიროა ვარჯიში, სპორტი და თვითონ შენი „სპორტი“ — დივანი და ტელევიზორი იყოს.

დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ნუ იქნებით ბავშვებისთვის ტირანი ან მოსამსახურე. ტირანები სძულთ, ხოლო მოსამსახურეებს — არად აგდებენ. მოეშვით წუწუნს, ბედისა და ირგვლივ მყოფთა ლანძღვას. და თქვენი ბავშვი სიცოცხლის მოყვარული, მხიარული გაიზრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობას დაქალებთან ტელეფონზე საათობით ლაქლაქი გირჩევნიათ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს შვილებს ინტერნეტის ვირტუალური სამყარო ურჩევნიათ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, როგორ ეფერებიან მშობლები ერთმანეთს და არა — როგორ ესვრიან ერთმანეთს ბოლო გადარჩენილ თეფშს და თან ერთმანეთთან შეხვედრის დღეს წყევლიან.

თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ>>

თუ გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი გაიზარდოს, თვითონ უნდა იყოთ ბედნიერი და ის მოგბაძავთ.

მასალაში გამოყენებულია ფსიქოლოგ სერგეი ლევიტის მოსაზრებები

190
თემები:
სასარგებლო რჩევები (215)
ქალი ფანჯარასთან

ჩვეულებრივი ქართველი დედის ჩვეულებრივი დღე: ვიცინოთ თუ...

1560
(განახლებულია 17:27 03.03.2020)
ყოველგვარი შესავლისა და წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ერთი ჩვეულებრივი დედის ერთი დღის ამბავს, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.
1560
ტოკიო

როგორ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტოკიოს ერთ-ერთმა ოტელმა - ვიდეო

0
(განახლებულია 20:17 26.05.2020)
ოტელის შენობაზე ქართული დროშა შექმნეს სხვადასხვა ნომრებში ანთებული შუქებით - ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო სანახაობაა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ტოკიოში სასტუმრო Blossom Hotel-ის შენობაზე ქართული დროშა გამოსახეს - ასე კრეატიულად მიულოცეს იაპონელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვიდეოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

ოტელის შენობაზე ქართული დროშა სხვადასხვა ნომრებში ანთებული შუქებით შექმნეს. გარდა ამისა, ტოკიოში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ორგანიზაცია Edgeof-ის ოფისი, რომელიც სიბუას გზაჯვარედინზე მდებარეობს.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა