თანამედროვე სამყარო ძალიან ხშირად ქმნის სტრესულ ვითარებას, ეს კი ჩვენს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ გამოფიტვას იწვევს

გმადლობ... განქორწინებისთვის

414
(განახლებულია 15:01 23.07.2019)
დაკარგვა ხშირად სულაც არაა დანაკარგი, არამედ ეს გათავისუფლებაა...

ჩვენ გარშემო უამრავი ახლობლისა თუ ნაცნობის ერთი შეხედვით მყარი ოჯახი ინგრევა. მიზეზი ხშირად გაურკვეველია, განსაკუთრებით, უფროსი თაობის ადამიანებისთვის: არ სცემს, ლოთი და ნარკომანი არ არის, ფული მოაქვს ოჯახში, ბავშვები უყვარს, კიდევ რა არის საჭირო?!

განქორწინება ადამიანებში ყველაზე უარეს მხარეს წარმოაჩენს ხოლმე. ყველაზე გულუხვი შეიძლება ყველაზე ძუნწი გახდეს, ყველაზე კეთილი – სასტიკი, წყნარი – ბობოქარი, რომელიც ყველაფერს ამტვრევს გზაზე.

დღეები მდორედ მიედინება, თან – მოსაწყენად და ცუდად. დილით ამდგარი უკვე გრძნობს, რომ დაღლილია, თითქოს გალახულია ამ დღისგან. ადამიანები ძალიან იცვლებიან, გარეგნულადაც კი. ზოგი იკლებს წონაში, ზოგი – პირიქით, იმატებს, ლოყებზე სიფერმკრთალე უქრება, კარგად გამოიყურება, თითქოს ყველას ჯიბრზე.

სტრესმა ამ ადამიანებს ყველა მხრიდან დაარტყა.

 

414
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
დედა და შვილი

დედებისთვის თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

232
(განახლებულია 19:56 03.03.2020)
დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ადამიანებისა და შრომისადმი, პირველ რიგში ახლობლების გავლენით ყალიბდება. რა თქმა უნდა, გენებიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ აქაც — ჩვენი შვილების მშობლებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

უბედურებების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი პოვნა ადვილი არ არის.

მაგალითად, დედები ხშირად ამბობენ: „ჩემს შვილს ისე ვზრდი, რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული, მოკლედ, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი“. აბა, ჰკითხეთ ამ ქალს, თვითონ არის ბედნიერი? გიპასუხებთ, რომ არა. არის თავდაჯერებული? — არა; წარმატებულია? — არა… შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრობს უმუშევარი ნარკომანის ან ალკოჰოლიკის, ან უსაქმურის გვერდით, თვითონ დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ქალს არ ესმის, რომ ვერანაირ ბედნიერებასა და წარმატებას ის ვერ მიაღწევს. ცუდად რომ გახდეს, ოჯახის წევრები, თანაგრძნობის ნაცვლად, მათრახს გადაუჭერენ, რადგან მისი გაჩერება არ შეიძლება. ყველაზე საშინელი კი ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ უბედურ ქალს არც უნდა სხვა ცხოვრება, რადგან ამ შემთხვევაში თავისი მნიშვნელობის შეგრძნებას დაკარგავს. სადღაც სულის კუთხე-კუნჭულში ის ამაყობს თავისი გმირული ტანჯვით, მას თანაუგრძნობს თავისნაირი, ცხოვრებისგან გათელილი მეგობარი ქალი. ასეთი ქალი, რომელსაც აქვს ცოტა დეპრესია, ცხოვრებაში არ აკლია სკანდალები და ხანდახან კაცის მუშტიც, დარწმუნებულია, რომ შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული.

მაგრამ სიტყვა მაშინ წვრთნის, როცა თვალწინ ღირსეული მაგალითია. მუდამ გაღიზიანებული დედა მზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში და მამა — დივანზე ლუდით ხელში წამოკოტრიალებული ან ცოლის მიმართ საყვედურების კორიანტელის დამყენებელი — ბავშვების მაგალითი ვერ იქნება. სად პოულობენ ასეთი ბავშვები ავტორიტეტს? – ქუჩაში. და ეს „ავტორიტეტის“ მქონე ადამიანები ყოველთვის ღირსეული არ არიან.

რატომ არ თხოვდებიან ქალები?>>

ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება, შემდეგ უბრალოდ მისი „გაშალაშინება“ ხდება — თვისებების ერთი ნაწილის გამახვილება და მეორის — მიჩქმალვა. 5-7 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს — საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ, მასწავლებლებისა და მშობლების ნოტაციები ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის. ცუდი სწავლის დროს ხომ მათ თეფშზე საჭმელი არ მცირდება, მშობლების შეძენილი ტანსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, სამკაულები და სხვა — არ ქრება.

ადამიანი საკუთარ საქციელზე დაფიქრებას, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყებს, რაც დასჯის ცხოვრება და არა — დედ-მამა. მშობლებს კი საკუთარი შვილების დაცვა ყველანაირად უნდათ, მათ ნაცვლად აკეთებენ თავიდან სკოლის დავალებებს, შემდეგ, მაგალითად, „მომგებიანად“ ათხოვებენ, ეძებენ მათ ნაცვლად სამსახურს… მაგრამ ეს ყველაფერი შვილებს ბედნიერს არ ხდის.

ბავშვს ასწავლის არა სიტყვა, არამედ მაგალითი. სასაცილოა, ბავშვს სიგარეტის მოწევა პირში სიგარეტგაჩრილმა აუკრძალო, ან აუხსნა, რომ საჭიროა ვარჯიში, სპორტი და თვითონ შენი „სპორტი“ — დივანი და ტელევიზორი იყოს.

დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ნუ იქნებით ბავშვებისთვის ტირანი ან მოსამსახურე. ტირანები სძულთ, ხოლო მოსამსახურეებს — არად აგდებენ. მოეშვით წუწუნს, ბედისა და ირგვლივ მყოფთა ლანძღვას. და თქვენი ბავშვი სიცოცხლის მოყვარული, მხიარული გაიზრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობას დაქალებთან ტელეფონზე საათობით ლაქლაქი გირჩევნიათ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს შვილებს ინტერნეტის ვირტუალური სამყარო ურჩევნიათ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, როგორ ეფერებიან მშობლები ერთმანეთს და არა — როგორ ესვრიან ერთმანეთს ბოლო გადარჩენილ თეფშს და თან ერთმანეთთან შეხვედრის დღეს წყევლიან.

თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ>>

თუ გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი გაიზარდოს, თვითონ უნდა იყოთ ბედნიერი და ის მოგბაძავთ.

მასალაში გამოყენებულია ფსიქოლოგ სერგეი ლევიტის მოსაზრებები

232
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
ქალი ფანჯარასთან

ჩვეულებრივი ქართველი დედის ჩვეულებრივი დღე: ვიცინოთ თუ...

1561
(განახლებულია 17:27 03.03.2020)
ყოველგვარი შესავლისა და წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ერთი ჩვეულებრივი დედის ერთი დღის ამბავს, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.
1561
Тренер по фитнесу Ванда Кереселидзе

როდის იგეგმება საცურაო აუზებისა და ფიტნეს–ცენტრების გახსნა

0
(განახლებულია 14:00 02.06.2020)
მაია ცქიტიშვილის განცხადებით,  საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საკმაო რისკის შემცველია.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik.  საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო,  განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საქართველოს მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები შეეხო გამაჯანსაღებელ ცენტრებსაც –  მარტის ბოლოსთვის მუშაობა შეაჩერა ყველა საცურაო აუზმა, ფიტნეს–დარბაზმა, აიკრძალა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა. 

ცქიტიშვილის განცხადებით,  საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საკმაო რისკის შემცველია. შესაბამისად, აუცილებელია რეკომენდაციების შემუშავება, რომლის დაცვაც ყველა სფეროს მოეთხოვება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით აღნიშნული ობიექტების გახსნა არ იგეგმება.

„საცურაო აუზები, ფიტნეს–დარბაზები  ეს ის სეგმენტია, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად ბევრ ქვეყანაში ამ დრომდე დახურულია... უნდა მოხდეს სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა.  ამ ადგილებში ბევრი ადამიანი მოძრაობს, ბევრ ზედაპირს ვეხებით, ამასთან, დამეთანხმებით, რომ დახურულ სივრცეში პირბადით ვარჯიში რთულია“ , - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. შესაბამისად დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ფონზე, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ობიექტების მუშაობის განახლება მეექვსე ეტაპზე იგეგმება.

დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა – აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირები არიან. გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნაა სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში