ქალის სახე

ქალის ოთხი მდგომარეობა რომელი ჭარბობს თქვენში?

7019
(განახლებულია 13:04 22.06.2019)
გავრცელებულია აზრი: „იდეალური ქალი - ესაა დედოფალი საზოგადოებაში, დიასახლისი სამზარეულოში, კახპა საწოლში” - რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ აზრში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად დევს.

რაზეა საუბარი?— ქალის მდგომარეობებზე.

ყოველ ქალში არის ოთხი მდგომარეობა. თუ თქვენ მხოლოდ ერთს იყენებთ, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ დანარჩენი სამი არ გაქვთ.


მაშ, დავიწყოთ:

დედოფალი

დამოუკიდებელი, მოვლილი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ამაყი. კარიერული ზრდა, ბიზნესი, სოციუმში რეალიზება. ვინმეს დახმარება სთხოვოს? არავითარ შემთხვევაში! შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, მას ყველა აღფრთოვანებით უყურებს. ჭკვიანია, პირდაპირი.

ასეთ ქალში მიღების ენერგია ჭარბობს, ანუ: მე „მაგარი“ ვარ, ველოდები, როდის დაიწყებს მამაკაცი ჩემზე ზრუნვას, ჩემს დაპყრობას.

დიასახლისი

ესაა დედობრივი ენერგია, გაცემის ენერგია. ასეთი ქალი ამზადებს საჭმელს, ალაგებს სახლს, შეუძლია მოსმენა. მასთან მშვიდად, კომფორტულად ხარ.

გოგონა

მიღების ენერგია. სიცოცხლით სავსე, სუსტი. იღებს სასურველს უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სურს (დედოფლისგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერს თავად აღწევს). ასეთთან ვინმე ყოველთვის მივა დასახმარებლად, დაიცავს, იზრუნებს მასზე. მარადიული მეოცნებეა.

საყვარელი

გაცემა, ვნება, თავისუფალი, გახსნილი, სექსუალური. სექსის საშუალებით ქალი მამაკაცს მძლავრ ენერგიას გადასცემს და მას ძალით ავსებს. ადვილად იზიდავს მამაკაცებს.

 

7019
თემები:
სასარგებლო რჩევები (149)