თამუნა ვაშალომიძე

ქართველი სექს-სიმბოლოს სკანდალური ფოტოსესია: ვაშალომიძეს გადაღებებზე უკვე შვილიც დაჰყავს

8120
(განახლებულია 15:30 20.05.2019)
თამო ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც დედა-შვილს იდენტურად აცვია.

ქართველი სექს-სიმბოლო თამო ვაშალომიძე ყოველთვის ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ერთ-ერთი სკანდალური ტელესახე ხშირად პოზირებს ტელეკამერების წინ, მისი ფოტოები კი ყოველთვის ხდება განხილვის საგანი.

თამო ვაშალომიძე თამამ ფოტოებს არასოდეს ერიდება. ბოლო სესიის ფოტოები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განათავსა. ფოტოებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, მოდელი გადაღებებზე უკვე შვილთან ერთად დადის.

მოგეხსენებათ, მოდელს გოგონა ჰყავს. წლის და სამი თვის სოფო უკვე ჩართულია დედის საქმიანობაში და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას.

თამომ სულ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დედა-შვილს იდენტურად აცვია.

„წელიწადი და 3 თვეა ეს სიყვარული მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს“, – წერს თამო.

თამოს ქალიშვილის აღზრდაში ძიძა ეხმარება. ორსულობის შემდეგ მოდელი შესანიშნავ ფორმაში ჩადგა. მეტიც, ის ახლა იმაზე გამხდარია, ვიდრე ორსულობამდე იყო.

„ღმერთმა ჯანმრთელი გიმყოფოთ. დედიკოსავით ლამაზი გაზრდილიყოს“.

„რა საყვარელი შვილი გყავს თამო“.

„რასაც აკეთებ ხომ ყველაფერი კარგია თამო, მაგრამ ბავშვზე კარგი და საამაყო არაფერი გაგიკეთებია მგონი. ცუდად არ გამიგოთ. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ძალიან მაგარი შვილი გყავს. და შენ კი სტიმული ხარ ბევრისთვის“, – წერენ თამოს ფოლოვერები.

როგორც მოდელი ბავშვის დაბადებამდე ამბობდა, მისი შვილის მამა ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენია. თამოს თქმით, წყვილს ნიშნობაც ჰქონდა და ბავშვის დაბადების შემდეგ ქორწილსაც გეგმავდნენ. თუმცა რამდენიმე თვის წინ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ განაცხადა, რომ ქორწილი აღარ იქნება, რადგან მისი შვილის მამა ცოლიანი გამოდგა და ამ ხნის მანძილზე ატყუებდა.

„ქორწილი აღარ იქნება. ორი თვის წინ გავიგე, რომ ცოლიანია. როცა ჩვენ ურთიერთობა დავიწყეთ, მე ვიცოდი, რომ ცოლს გაშორებული იყო. თავიდან უბრალოდ გვქონდა ძალიან მაგარი სექსი, შემდეგ ეს გადაიზარდა სერიოზულ ურთიერობაში. დღემდე მთხოვს შერიგებას, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ბავშვიც ჩემ გვარზე გადავიყვანე“, – განაცხადა მოდელმა.

როგორც თამო აღნიშნავს, დღეს მის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ეტაპი დგას. ბედნიერია, რომ ჰყავს შვილი და მასთან ერთად თავს ფანტასტიკურად გრძნობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდელის თამამ ფოტოებს არაერთხელ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება. არც ისე დიდი ხნის წინ „ინსტაგრამის" პირად გვერდზე მოდელმა მორიგი სკანდალური ფოტო განათავსა, სადაც ინტიმურ ადგილებს ხინკლებით იფარავს. ფოტო მომენტალურად გავრცელდა სოციალურ ქსელში და თამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.

8120
დედა და შვილი

დედებისთვის თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

212
(განახლებულია 19:56 03.03.2020)
დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ადამიანებისა და შრომისადმი, პირველ რიგში ახლობლების გავლენით ყალიბდება. რა თქმა უნდა, გენებიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ აქაც — ჩვენი შვილების მშობლებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

უბედურებების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი პოვნა ადვილი არ არის.

მაგალითად, დედები ხშირად ამბობენ: „ჩემს შვილს ისე ვზრდი, რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული, მოკლედ, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი“. აბა, ჰკითხეთ ამ ქალს, თვითონ არის ბედნიერი? გიპასუხებთ, რომ არა. არის თავდაჯერებული? — არა; წარმატებულია? — არა… შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრობს უმუშევარი ნარკომანის ან ალკოჰოლიკის, ან უსაქმურის გვერდით, თვითონ დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ქალს არ ესმის, რომ ვერანაირ ბედნიერებასა და წარმატებას ის ვერ მიაღწევს. ცუდად რომ გახდეს, ოჯახის წევრები, თანაგრძნობის ნაცვლად, მათრახს გადაუჭერენ, რადგან მისი გაჩერება არ შეიძლება. ყველაზე საშინელი კი ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ უბედურ ქალს არც უნდა სხვა ცხოვრება, რადგან ამ შემთხვევაში თავისი მნიშვნელობის შეგრძნებას დაკარგავს. სადღაც სულის კუთხე-კუნჭულში ის ამაყობს თავისი გმირული ტანჯვით, მას თანაუგრძნობს თავისნაირი, ცხოვრებისგან გათელილი მეგობარი ქალი. ასეთი ქალი, რომელსაც აქვს ცოტა დეპრესია, ცხოვრებაში არ აკლია სკანდალები და ხანდახან კაცის მუშტიც, დარწმუნებულია, რომ შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული.

მაგრამ სიტყვა მაშინ წვრთნის, როცა თვალწინ ღირსეული მაგალითია. მუდამ გაღიზიანებული დედა მზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში და მამა — დივანზე ლუდით ხელში წამოკოტრიალებული ან ცოლის მიმართ საყვედურების კორიანტელის დამყენებელი — ბავშვების მაგალითი ვერ იქნება. სად პოულობენ ასეთი ბავშვები ავტორიტეტს? – ქუჩაში. და ეს „ავტორიტეტის“ მქონე ადამიანები ყოველთვის ღირსეული არ არიან.

რატომ არ თხოვდებიან ქალები?>>

ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება, შემდეგ უბრალოდ მისი „გაშალაშინება“ ხდება — თვისებების ერთი ნაწილის გამახვილება და მეორის — მიჩქმალვა. 5-7 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს — საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ, მასწავლებლებისა და მშობლების ნოტაციები ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის. ცუდი სწავლის დროს ხომ მათ თეფშზე საჭმელი არ მცირდება, მშობლების შეძენილი ტანსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, სამკაულები და სხვა — არ ქრება.

ადამიანი საკუთარ საქციელზე დაფიქრებას, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყებს, რაც დასჯის ცხოვრება და არა — დედ-მამა. მშობლებს კი საკუთარი შვილების დაცვა ყველანაირად უნდათ, მათ ნაცვლად აკეთებენ თავიდან სკოლის დავალებებს, შემდეგ, მაგალითად, „მომგებიანად“ ათხოვებენ, ეძებენ მათ ნაცვლად სამსახურს… მაგრამ ეს ყველაფერი შვილებს ბედნიერს არ ხდის.

ბავშვს ასწავლის არა სიტყვა, არამედ მაგალითი. სასაცილოა, ბავშვს სიგარეტის მოწევა პირში სიგარეტგაჩრილმა აუკრძალო, ან აუხსნა, რომ საჭიროა ვარჯიში, სპორტი და თვითონ შენი „სპორტი“ — დივანი და ტელევიზორი იყოს.

დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ნუ იქნებით ბავშვებისთვის ტირანი ან მოსამსახურე. ტირანები სძულთ, ხოლო მოსამსახურეებს — არად აგდებენ. მოეშვით წუწუნს, ბედისა და ირგვლივ მყოფთა ლანძღვას. და თქვენი ბავშვი სიცოცხლის მოყვარული, მხიარული გაიზრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობას დაქალებთან ტელეფონზე საათობით ლაქლაქი გირჩევნიათ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს შვილებს ინტერნეტის ვირტუალური სამყარო ურჩევნიათ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, როგორ ეფერებიან მშობლები ერთმანეთს და არა — როგორ ესვრიან ერთმანეთს ბოლო გადარჩენილ თეფშს და თან ერთმანეთთან შეხვედრის დღეს წყევლიან.

თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ>>

თუ გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი გაიზარდოს, თვითონ უნდა იყოთ ბედნიერი და ის მოგბაძავთ.

მასალაში გამოყენებულია ფსიქოლოგ სერგეი ლევიტის მოსაზრებები

212
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალი ფანჯარასთან

ჩვეულებრივი ქართველი დედის ჩვეულებრივი დღე: ვიცინოთ თუ...

1560
(განახლებულია 17:27 03.03.2020)
ყოველგვარი შესავლისა და წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ერთი ჩვეულებრივი დედის ერთი დღის ამბავს, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.
1560
სოფო ნიჟარაძე

სოფო ნიჟარაძეს უსიმპატიურესი ძმა ჰყავს - ნახეთ როგორ ჰგავს დას

0
(განახლებულია 11:21 31.05.2020)
დასთან შედარებით ირაკლი ნიჟარაძეს საჯაროდ გამოსვლა არ ხიბლავს. თუმცა, მედიის ყურადღება არა ერთხელ მიიქცია. უსიმპატიურესი მამაკაცის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავს თუ არა უმცროსი ძმა გამოჩენილ მომღერალს?

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ყოფილი ფინანსური დირექტორი ცნობილი მომღერლის სოფო ნიჟარაძის ძმა იყო. არხის რეორგანიზაციის დროს ირაკლი ნიჟარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და სამსახურიდან წავიდა. არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი პოპულარულ დასთან შედარებით მის გვერდით სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. პირველად საზოგადოებამ ირაკლი სოფოსთან ერთად სიმღერისას შენიშნა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ირაკლიმ დასთან ერთად „გარეპა“.

და-ძმამ რამდენიმე წლის წინ დიდი დარტყმა მიიღო. 2013 წელს მათ შეხმატკბილებულ ოჯახში, როგორც სოფო ამბობდა, ტრაგედია დატრიალდა. ამ პერიოდში სოფო მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო. მომღერალი ამ  ტკივილს და უსაყვარლესი მამის მოულოდნელ გარდაცვალებას ვერ გაუძლო და პროექტი საკუთარი ნებით დატოვა. მან მამის გარდაცვალების შესახებ პარკეტზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო. მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით ძმის დახმარებით გადაიტანა. სოფოსა და მის ძმას ირაკლის შუედარებელი ურთიერთობა აკავშირებთ. საერთო ტკივილი კი, უფრო აერთიანებთ.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. ის რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოცქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.

 

 

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება