სად არის ქალი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი?

CC BY 2.0 / Wonderlane / The cook's smileქალი ვიცი "კუხნაში"
ქალი ვიცი კუხნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ცნობილი გამოთქმა „ქალი ვიცი მე ქუხნაში“ წარსულის გადმონაშთად მოვნათლოთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს: დღეს ქალებს შეხვდებით სადაც გნებავთ – თვითმფრინავის შტურვალთან, კოსმოსში, კრივის რინგზე, პოლიტიკაში, მოკლედ, ნებისმიერ სფეროში, თვით „ქუხნაშიც“ კი.

მსოფლიო ბიზნეს–სამყაროც არაერთ წარმატებულ ქალბატონს იცნობს. ახლა, რაში დამჭირდა ეს შესავალი? საქმე ის გახლავთ, რომ 26 აპრილი ბიზნეს–ქალბატონების დღეა, ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, საქმიანი მანდილოსნების დღე. კარგად თუ ჩავუკვირდებით, 26 აპრილს და 8 მარტს ერთსა და იმავეს ვზეიმობთ და, აი, რატომ. ვინმეს გინახავთ არასაქმიანი (უსაქმური) ქალი? მე არა. უკანასკნელი კახპებით დაწყებული და მთელი დღე შინ წამოწოლილი ქალბატონებიც კი მუდმივად „შემოქმედებით" წვაში არიან. ეს არასერიოზულად, სერიოზულად კი, თუ, მაგალითად, საქართველოს ავიღებთ, უნდა ვაღიარო, რომ ნახევარ საქართველოს ოჯახს მოწყვეტილი, უცხოეთში სამსახურის საშოვნელად გასული სუსტი სქესის წარმომადგენლები ინახავენ…

დღეს თქვენი დღეა ქალბატონებო, გილოცავთ! და მინდა გიამბოთ თავის საქმეში წარმატებულ ორ მანდილოსანზე. თითოეული მათგანი, როგორც ყველგან და ყველაფერში, ბოროტისა და კეთილის ბრძოლაში გამარჯვებულის სახეა – ერთი ფერადი და სუფთა, მეორე – მრუმე და ბნელი. თუმცა, გავმეორდები, ორივე თავის საქმეში ფრიად წარმატებული. ბოროტების სიმბოლოთი დავიწყოთ.

ივანკა ტრამპი - Sputnik საქართველო
ივანკა ტრამპი: აშშ-ის პრეზიდენტს პოზიტიური წარმოდგენა აქვს ქალებზე

ჩჟენ ში ჩინელი ზღვის მეკობრე გახლდათ და ისტორია ყველა დროის უდიდეს მეკობრეთა რანგში ასახელებს თვით სახელგანთქმული ფრენსის დრეიკის გვედით. მის დაქვემდებარებაში იყო ფლოტი — 2000 გემი, რომელთაც 70 000 მეზღვაური ემსახურებოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთი უბრალო ქუჩის კახპა ცნობილ მეკობრე ჩჟენ ის შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა 1801 წელს. 6 წლის შემდეგ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მეკობრეთა იმპერიას სათავეში მადამ ჩჟენი ჩაუდგა და ძალიან წარმატებულადაც. მანამდე თავაშვებულ მეკობრეებს ჩჟენ შიმ რკინის ლაგამი ამოსდო. მეზობელი სოფლების ძარცვა და ქალების გაუპატიურება სიკვდილით ისჯებოდა, უნებართვოდ გემიდან გადასვლისთვის მარცხენა ყურს აჭრიდნენ და ა.შ. მასთან ბრძოლაში ვერაფერს რომ ვერ გახდა, ჩინეთის ხელისუფლებამ იგი სახელმწიფო სამსახურში აიყვანა და სიცოცხლის ბოლომდე დიდ პატივშიც აცხოვრებდა. მეკობრეობას ჩამოცილებული მადამ ჩჟენი გუანჯოუში დასახლდა, სადაც აზარტული თამაშების ბიზნესს მიჰყო ხელი და პარალელურად უწესო ყოფაქცევის ქალბატონებისთვის სპეციალური სახლები დააარსა. ჩჟენ ში 60 წლისა გარდაიცვალა და იმ პერიოდის ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

Toyota IST - Sputnik საქართველო
საქართველოში ქალები უპირატესობას Toyota-ს ანიჭებენ

მეორე წარმატებული მანდილოსანი, როგორც მოგახსენეთ, ფერადი და სუფთა გახლდათ. ულამაზესი კინომსახიობი ჰედი ლამარი თავისი გარეგნობით ხომ აჯადოებდა ირგვლივ მყოფთ და ამ კატეგორიის ქალისთვის სრულიად არადამახასიათებელი ნიჭითაც გახლდათ გამორჩეული. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ჰედი ლამარმა გამოიგონა რადიოგადამცემით მართული წყალქვეშა ტორპედო. Secret Communication Sistem – ასე ერქვა 1942 წლის აგვისტოში მის მიერ დაპატენტებულ გამოგონებას. იგი 9 ნოემბერს დაიბადა, გერმანულენოვან ქვეყნებში დღესაც ამ დღეს გამომგონებლის დღეს უწოდებენ. თუმცა, მაშინ აშშ-ის მთავრობამ უარი თქვა ამ ინოვაციაზე მისი სირთულის გამო. გავიდა წლები და ჰედი ლამარის გამოგონება კაცობრიობას დასჭირდა, უნდა გითხრათ, რომ თანამედროვე Wi-Fi-ს არსებობას სწორედ ამ ქალბატონს უნდა ვუმადლოდეთ. 1997 წელს ჰედი ლამარი ოფიციალურად დააჯილდოეს გამოგონებისთვის, მაგრამ თავად დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივიდა და მხოლოდ აუდიომიმართვა გაგზავნა. აქ აღარ ვსაუბრობ მის წარმატებულ კარიერაზე კინოინდუსტრიაში, რადგან ეს მისი გარეგნობისა და ნიჭის პატრონისთვის არც ისე რთული საქმე იყო.

შავი კატა - Sputnik საქართველო
რომელი ქალი რომელი მტაცებელია ზოდიაქოს ნიშნით

კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლებოდა, მაგრამ შეგნებულად თავს ვიკავებ, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ან რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი სხვაზე წინ არ დავაყენო, რადგან ყველანაირი შრომა დასაფასებელია და ერთნაირ პატივისცემას იმსახურებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ზეიმს მანდილოსნებო ყველა ქვეყნისა და ერთ მეგობრულ რჩევასაც გაგიბედავთ: ყველანაირი წარმატება კარგია, მაგრამ ყველაზე ლამაზები და მომხიბვლელები საკუთარ ოჯახში, თქვენ „ქუხნაში", ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში ხართ. 

ყველა ახალი ამბავი
0