ქერა ქალი

შეამოწმეთ თქვენი თავი - ჭკვიანი ბრძანდებით თუ ბრძენი?

240
(განახლებულია 13:09 05.04.2017)
რით განსხვავდება ჭკვიანი ქალი ბრძენისგან? კიდევ ერთხელ იმის თაობაზე, რომ სამყაროს ცენტრი – ქალია.

მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, ისიც კი, თუ როგორ და რატომ ბრუნავს დედამიწა – ეს ხუმრობით, ახლა კი გთავაზობთ განსხვავებებს ჭკვიანი და ბრძენი ქალის მოქმედებებს შორის:

• ჭკვიანი ქალი ქმრის შეცდომის აღმოჩენისას, ამ შეცდომას ცხვირწინ აუფრიალებს და შეახსენებს, რომ ამის შესახებ გააფრთხილა; ბრძენი კი მხარს დაუჭერს, გაამხნევებს, ხანდახან კი ისე მოიქცევა, თითქოს ვერაფერი შენიშნა.

• კრიზისულ ვითარებაში ჭკვიანი ქალი მართვის სადავეებს აიღებს ხელში და ქმარს სწორად ცხოვრებას ასწავლის; ბრძენი ქალი კი ძალზე ფაქიზად მიუთითებს მას მიმართულებას და მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერს.

• ჭკვიანი ქალი, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვებს მათემატიკას მაინც ასწავლის; ბრძენი კი ყოველ მათგანში პიროვნებას დაინახავს.

• ჭკვიანი ქალი ეცდება, სამსახურში სხვებზე უკეთესი იყოს და შეცდომები არ დაუშვას, ამასთან, კოლეგების უმრავლესობა მის მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენს; ბრძენი ქალი კი კოლექტივში სიყვარულისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის.

• ჭკვიანი ქალი ჩაერევა თავისი ზრდასრული შვილების ცხოვრებაში, ეკითხებიან თუ არა, მისცემს მათ რჩევებს, მოუყვება მათ, როგორ უნდა გაზარდონ სწორად შვილები; ბრძენი ქალი კი შვილებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მათ ნებისმიერ ვითარებაში.

• ჭკვიანი ქალი შეებრძოლება დედამთილის გავლენას, დაიცავს თავის დამოუკიდებლობას მშობლებისგან და იჩხუბებს მათთან რჩევების გამო; ბრძენი ქალი კი ისწავლის ღიმილს, მოისმენს მდუმარედ, დაეთანხმება, მაგრამ ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. სიყვარულით.

• ჭკვიან ქალს მთელი სამყაროს შეცვლა უნდა, თავის გარშემო ადამიანების "გადაკეთება"; ბრძენი ქალი თვითონ დაიწყებს შეცვლას და სხვებს ისეთს მიიღებს, როგორიც არიან.

• ჭკვიანი ქალი მიიჩნევს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია; ბრძენმა კი იცის, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია.

240