რა საიდუმლოს ფარავს ინგლისის დედოფლის ჩანთა

© photo: Sputnik / სერგეი გუნეევი / გადასვლა მედიაბანკშიინგლისის დედოფალი ელიზავეტა II
ინგლისის დედოფალი ელიზავეტა II - Sputnik საქართველო
გამოწერა

ცნობილია, რომ ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე არსად ჩნდება შლაპისა და ჩანთის გარეშე. ეს მისი სტილია — ფრიად დახვეწილი და ელეგანტური.

მაგრამ საქმე მხოლოდ სტილში არ ყოფილა. შლაპისა რა გითხრათ, მაგრამ დედოფლის ჩანთას, თურმე, სერიოზული დატვირთვა ჰქონია და ერთგვარ სამსახურსაც კი უწევს მის უდიდებულესობას.

მაინც რა საიდუმლოს ფარავს ელისაბედ მეორის ჩანთა? ამის თაობაზე მისი ბიოგრაფი სალი ბედელი სმიტი საუბრობს.

ირკვევა, რომ დედოფალს ჩანთაში ყოველთვის უდევს: სარკე, კალამი, პიტნის რამდენიმე კანფეტი და საკითხავი სათვალე. ამ ჩამონათვალს კვირაობით ემატება რამდენიმე აკურატულად გაკეცილი ბანკნოტი საეკლესიო შესაწირისთვის.

გარდა ამისა, მონარქის ჩანთა ერთგვარი ინდიკატორის როლს ასრულებს: დედოფალი მას მომსახურე პერსონალისთვის ფარული სიგნალის გადასაცემად იყენებს.  

მაგალითად:

•    თუ რამე ღონისძიებაზე მყოფი დედოფალი ვინმესთან საუბრისას ჩანთას ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანს, პერსონალი ხვდება, რომ მას საუბრის დასრულება სურს. ამიტომ რომელიმე მათგანი ტაქტიანად უახლოვდება მოსაუბრეებს და რაიმე მნიშვნელოვანის მომიზეზით ამთავრებინებს მათ საუბარს.

•    თუ დედოფალი ოფიციალურ სადილზე ჩანთას მაგიდაზე დებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ ღონისძიების 5 წუთის განმავლობაში დატოვება სურს.

•    თუ ელისაბედ მეორე ჩანთას იატაკზე დებს, ამით მისი უდიდებულესობა პერსონალს ანიშნებს, რომ მავანთან საუბარი სიამოვნებას არ გვრის და სეფექალმა ის სასწრაფოდ უნდა „გაიტაცოს“.

•    თუმცა ყველაზე დრამატული ჟესტი არა ჩანთასთან, არამედ დედოფლის ბეჭედთანაა დაკავშირებული: თუ მონარქი ბეჭედს თითზე იტრიალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა „იხსნას“ მისი უდიდებულესობა ვითარებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0