ფანტანი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა  41 გრადუსს მიაღწევს

281
(განახლებულია 18:52 19.07.2021)
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე დღეებში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 19–21 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსამდე მიაღწევს, ქარის სიჩქარე კი წამში 8–13 მეტრი იქნება.

შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს – ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასაც ვარაუდობენ. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს და ხვალ უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. 21 და 22 ივლისს კი სინოპტიკოსები ვარაუდობენ ხანმოკლე წვიმას ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

დედაქალაქში დღეს პლუს 39 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ კი ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს. ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

ოთხშაბათს, 21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ, 38 გრადუსამდე დაიკლებს. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 22 ივლისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი, ქარის სიჩქარე კი წამში 10–15 მეტრი იქნება.

281
თემები:
ამინდი საქართველოში (495)
ბათუმის ბულვარი

ამინდი ბათუმში: 2-8 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი

156
(განახლებულია 17:35 01.08.2021)
ბათუმელებსა და საკურორტო ქალაქის სტუმრებს თითქმის მთელი შემდგომი კვირის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა ზომიერად ცხელი ამინდები ელით

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალი კვირა ბათუმში ზომიერად ცხელი იქნება — ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 28-29 გრადუს სითბოს მიაღწევს.

კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 2 აგვისტო: მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროდადრო წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატუტრა ღამით პლუს 23 გრადუსი იქნება, დღისით კი — 27 გრადუსი. დაუბერავს წამში 4 მ სიჩქარის ქარი.

აამშაბათი, 3 აგვისტო: მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ალაგ-ალაგ წვიმა. დღისით 28 გრადუსამდე დაცხება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიჩქარე — 7 მ/წმ.

ოთხშაბათი, 4 აგვისტო: მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დროდადრო წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 23 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 28 გრადუსამდე დაცხება. ქარის სიჩქარე — 7 მ/წმ/

ხუთშაბათი, 5 აგვისტო: მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 22 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 27 გრადუსზე. ქარის სიჩქარე კვლავ წამში 7 მეტრი იქნება.

პარასკევი, 6 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი. ღამით — 24 გრადუსი სითბო, დღისით — 29 გრადუსი. ქარის სიჩქარე — წამში 4 მეტრი.

შაბათი, 7 აგვისტო: მოსალოდნელია ცვალება დი მოღრუბლულობა. ღამით ჰაერის ტემპერაურა პლუს 24 გრადუსი იქნება, დღისით — მაქსიმუმ 30 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 11 მეტრი სიმძლავრის ქარი.

კვირა, 8 აგვისტო: მოსალოდნელია წვიმა. ღამით პლუს 23 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 28 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 14 მეტრს მიაღწევს.

156
თემები:
ამინდი საქართველოში (495)
სამუშაოები ლენტეხში

სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება

51
(განახლებულია 17:18 30.07.2021)
ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზების, ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Работы по ликвидации последствий наводнения после ливневых дождей в Лентехи в Сванети
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში

ბოლო დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. ინტენსიური წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია–უშგულის საავტომობილო გზა, წაქცეული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ელექტროსადენები. სტიქიამ 20-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.

დღეს არსებულ სიტუაციას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად გაეცნო.

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სხვადასხვა სახის სამუშაოები დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა. „ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აქტიური სამუშაოების შედეგად სოფელ ტვიბის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სოფელ ესიერში აღდგა შიდა სასოფლო გზა. სოფელ მუწდის მიმართულებით გადაადგილება კი ჯერ მხოლოდ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი.

სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაკეტილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება, თუმცა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით სიტუაცია უახლოეს მომავალში დასტაბილურება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

51
თემები:
უამინდობა საქართველოში
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

0
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში