ტურისტები ბათუმში

ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 19-25 ივლისს

132
კვირის პირველი დღეები ცხელი და მზიანი იქნება, მაგრამ პარასკევს ქარი ამოვარდება და დაიწყება წვიმები, რომლებიც ხანმოკლე იქნება.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ბათუმში ამ კვირაში სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ.

კვირის პირველი დღეები ცხელი და მზიანი იქნება, მაგრამ მეორე ნახევარი ქარიანი და წვიმიანი იქნება.

ორშაბათს, 19 ივლისს ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 25 გრადუსს შეადგენს, დღისით კი ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

სამშაბათს, 20 ივლისს ბათუმში უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსს შეადგენს, ღამით კი ოდნავ აგრილდება - 25 გრადუსი.

ოთხშაბათს, 21 ივლისს ბათუმში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24 გრადუსს შეადგენს, დღისით კი ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება.

ხუთშაბათს, 22 ივლისს ბათუმში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 23 გრადუსის ნიშნულზე დაფიქსირდება, დღისით 28 გრადუსი სითბო იქნება.

პარასკევს, 23 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 22-23 გრადუსს შეადგენს, დღისით 27 გრადუსი იქნება.

შაბათს, 24 ივლისს ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21 გრადუსი იქნება, დღისით ჰაერი მაქსიმუმ 26 გრადუსამდე გათბება.

კვირას, 25 ივლისს ბათუმში დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმები. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 21 გრადუსს შეადგენს, დღისით ჰაერი მაქსიმუმ 25 გრადუსამდე გათბება.

132
თბილისი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

63
(განახლებულია 14:09 29.07.2021)
წვიმიანი ამინდების შემდეგ საქართველოში გამოიდარებს და დათბება – სინოპტიკოსები დედაქალაქში 33 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსები  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 26 ივლისი - 1 აგვისტო>>

ჰაერი დაბლობსა და ბარში დღის საათებში 29-34 გრადუსამდე დათბება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში 31-33 გრადუსამდე დათბება.

63
თემები:
ამინდი საქართველოში
წვიმისგან დაზიანებული გზა ლენტეხში

ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება

29
(განახლებულია 13:46 28.07.2021)
დაზიანებული გზის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძლიერმა წვიმამ გუშინ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან ხიდი დააზიანა. ადგილზე გუშინ დილიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია, ხოლო უმოკლეს ვადებში საავტომობილო მიმოსვლა გზაზე სრულად აღდგება.

უწყების ცნობით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში.

საავტომობილო მოძრაობა აღდგა ლენტეხი–მესტიის გზაზე, სადაც გუშინ მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური გზა დააზიანა.

რაც შეეხება გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს – დურაშს, ტვიბსა და საყდარს (ქვემო სვანეთი), მიმდინარეობს მათთან მისასვლელი გზის გაწმენდა.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რითიც მეწყრული პროცესების პროვოცირება მოხდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმიანი ამინდი 29 ივლისამდე შენარჩუნდება.

29
თემები:
უამინდობა საქართველოში
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

საქართველოს ნაკრების მეექვსე დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

0
ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს აიღებდა, მაგრამ იმედები იმედებად დარჩა.

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
photo : Georgian National Olympic Committee
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.

32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.

კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მ

Нино Салуквадзе на Олимпиаде в Токио
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.

სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.

30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.

0