ამინდის პროგნოზი თბილისში: 28 ივნისი – 4 ივლისი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
დედაქალაქში ამ კვირაში ჰაერის ტემპერატურა ისევ მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია ზაფხულის შხაპუნა წვიმაც.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.

ორშაბათი, 28 ივნისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 37 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

სამშაბათი, 29 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი, დღისით კი 35 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

ოთხშაბათი, 30 ივნისი: თბილისში სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 34 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ფანტანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
დღეს სად იქნება ყველაზე ცხელი ამინდი?

ხუთშაბათი, 1 ივლისი: თბილისში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 34 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

პარასკევი, 2 ივლისი: თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 34 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8-13 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

შაბათი, 3 ივლისი: დედაქალაქში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 33 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

კვირა, 4 ივლისი: თბილისში კვლავ მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 35 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0