ღრუბლები მცხეთის თავზე

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

163
(განახლებულია 22:52 08.06.2021)
უხვმა ნალექმა შესაძლოა მცირე ზომის მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო მთებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან პარასკევის, 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლუს 11 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში ღამე მოსალოდნელია პლუს 12 გრადუსი, ხოლო დღისით 27 გრადუსი იქნება.

სინოპტიკები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ნალექის შედეგად პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების გააქტიურება.

163
ნარიყალა

ამინდის პროგნოზი თბილისში: 21–27 ივნისი

37
(განახლებულია 11:32 21.06.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მიმდინარე კვირაში მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ, ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში მზიან, უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ორშაბათი, 21 ივნისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა ღამით +27 გრადუსი, ხოლო დღისით 35 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:25 ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

სამშაბათი, 22 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი, დღისით კი 35 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა. 

ოთხშაბათი, 23 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ხუთშაბათი, 24 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

პარასკევი, 25 ივნისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

შაბათი, 26 ივნისი: დედაქალაქში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 38 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

კვირა, 27 ივნისი: თბილისში კვლავ მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 38 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:15 საათზე ჩავა.

37
თემები:
ამინდი საქართველოში
წვიმა

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები საქართველოში

125
(განახლებულია 22:52 14.06.2021)
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება, ცალკეულ რაიონში ნალექია ნავარაუდევი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 20 ივნისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სეტყვასაც პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 24-29 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 29-34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა პლუს 31-33 გრადუსია ნავარაუდევი.

125
თემები:
ამინდი საქართველოში
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ იმიჯი კარდინალურად შეიცვალა - ქერა თმა ცეცხლოვანმა წითელმა ჩაანაცვლა

0
(განახლებულია 13:20 21.06.2021)
სექსუალური მოდელი გარდასახვას თავს არ არიდებს, თუმცა ეროტიკულ ფოტოსესიებში აღარ მონაწილეობს. მოულოდნელი ცვლილებები დაოჯახებამ და მეორე შვილის გაჩენამ განაპირობა, თუმცა თამო ძველ სითამამეს არ კარგავს. როგორ მოგწონთ ფოტომოდელის უახლესი გადაწყვეტილება?

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

მეორე ნახევრის დახმარებით, თამო საკუთარ თავს კვლავ დიდ დროს უთმობს. ფოტომოდელი ექსპერიმენტებზე უარს ვერ ამბობს, და ამჯერად იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 2 შვილის დედა წითელი თმის მოხდენას ცდილობს, რაც მისმა თაყვანისმცემლებმა დადებითად შეუფასეს. ბევრმა აღნიშნულ ფოტოზე თამოს ტანი შენიშნა, თუმცა ჩრდილქვეშ არც ვარცხნილობა მაქცეულა. როგორ მოგწონთ სექს-სიმბოლოდ წოდებული ყოფილი ფოტომოდელის ახალი იმიჯი?

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.მან ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

0
თემები:
ქართველი სელებრითები