თბილისი

ამინდის პროგნოზი თბილისში: 7–13 ივნისი

94
(განახლებულია 18:39 07.06.2021)
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში დედაქალაქში ნაკლებად იწვიმებს, ხოლო მზე ჯერ ცხელი ზაფხულის ამინდს არ გვპირდება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში მეტ–ნაკლებად სტაბილურ, მაგრამ ზაფხულისთვის შედარებით გრილ ამინდს პროგნოზირებენ.

  • ორშაბათი, 7 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:32 საათზე ჩავა.
  • სამშაბათი, 8 ივნისი: თბილისში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ნაწილობრივი მოღრუბლულობა. მინიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:33 საათზე ჩავა.
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება ნაწილობრივი მოღრუბლულობით. მინიმალური ტემპერატურა +15 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:33 საათზე ჩავა.
  • ხუთშაბათი, 10 ივნისი: თბილისში ამინდი გაუარესდება. დილით მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები. დღის მეორე ნახევარში – მოღრუბლულობა შენარჩუნდება, ასევე ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:34 საათზე ჩავა.
  • პარასკევი, 11 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე, სუსტი წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:35 საათზე ჩავა.
  • შაბათი, 12 ივნისი: დღის პირველ ნახევარში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება ნაწილობრივი მოღრუბლულობით. მინიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 27 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:35 საათზე ჩავა.
  • კვირა, 13 ივნისი: თბილისში ამინდი კვლავ გაუარესდება. მინიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 20:36 საათზე ჩავა.
94
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (690)
ნარიყალა

ამინდის პროგნოზი თბილისში: 21–27 ივნისი

37
(განახლებულია 11:32 21.06.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მიმდინარე კვირაში მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ, ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში მზიან, უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ორშაბათი, 21 ივნისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა ღამით +27 გრადუსი, ხოლო დღისით 35 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:25 ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.

სამშაბათი, 22 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი, დღისით კი 35 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა. 

ოთხშაბათი, 23 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ხუთშაბათი, 24 ივნისი: თბილისში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

პარასკევი, 25 ივნისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 36 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

შაბათი, 26 ივნისი: დედაქალაქში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 38 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

კვირა, 27 ივნისი: თბილისში კვლავ მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 38 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:15 საათზე ჩავა.

37
თემები:
ამინდი საქართველოში
წვიმა

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები საქართველოში

125
(განახლებულია 22:52 14.06.2021)
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება, ცალკეულ რაიონში ნალექია ნავარაუდევი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 20 ივნისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სეტყვასაც პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 24-29 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 29-34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა პლუს 31-33 გრადუსია ნავარაუდევი.

125
თემები:
ამინდი საქართველოში
ჭიდაობა

ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მოჭიდავეების  წარმატება

0
(განახლებულია 13:31 21.06.2021)
ტურნირზე  ოქროს მედალს მხოლოდ არჩილ ბოლქვაძე დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში  მეორე ადგილი დაიკავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს. 

ტურნირის ბოლო დღეს  ქართველმა სპორტსმენებმა ერთდროულად ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დასკვნით ეტაპზე ფინალური ორთაბრძოლა წააგო 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ ღლონმტა, რომელიც მასპინძელ ბორისლავ კირილოვთან ანგარიშით 0:9 დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ანრი ხოზრევანიძე (–45 კგ), რატი ხოზრევანიძე (–60 კგვ) და გორ აივაზიანი (–92 კგ) ავიდნენ.

საქართველოს სახელით ერთადერთი ოქროს მედალი 80 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანრი ფუტკარაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მხოლოდ აზერბაიჯანს (153 ქულა)  ჩამორჩა. ტურნირზე მესამე ადგილი უკრაინის ნაკრებმა (110 ქულა) დაიკავა.

0
თემები:
სპორტის ამბები