სიცხე მაისში: საქართველოში 35 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
წვიმიანი და გრილი ამინდების შემდეგ საქართველოში გამოიდარებს და დათბება – სინოპტიკოსები დედაქალაქში 30 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისს დასავლეთ საქართველოში პლუს 30–35, აღმოსავლეთ საქართველოში კი 27–32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

შაბათს, 15 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 6–7 გრადუსამდე დაიწევს.

თბილისში პარასკევს უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. დედაქალაქში ჰაერი 28–30 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0