რაჭაში მოთოვა – უჩვეულო მაისი საქართველოში

© photo : courtesy of Faig Huseynovრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
საქართველოსთვის უჩვეულო გაზაფხულია – სავსეა ამინდის ანომალიებითა და სიურპრიზებით, ისეთით, როგორიც, მაგალითად, რაჭაშია.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მაისისთვის უჩვეულო სიცხეები გასულ კვირაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა, მკვეთრმა აცივებამ ჩაანაცვლა.

ქარი და ძლიერი წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარი: სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა, კოკისპირულმა წვიმებმა, ზღვის ღელვამ, ქარბუქმა მთაში და მეწყრის ჩამოწოლის საფრთხემ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

რაჭაში 10 მაისს თოვლი მოვიდა. ვიდეოს Facebook-ჯგუფში „რაჭა ჩვენი სიყვარული" ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ინტენსიურად თოვს, დათოვლილია საავტომობლო გზაც. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი საქართველოში 11 მაისიდან უნდა გაუმჯობესდეს.

ყველა ახალი ამბავი
0