ძლიერი ქარი და წვიმა: საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი

© Sputnik / Olga Kiknavelidzeძლიერი წვიმა
ძლიერი წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის გარეუბნებში დღეს ქარის სიმძლავრე წამში 17−22 მეტრს მიაღწევს, აცხადებენ სინოპტიკოსები.

მათი ცნობით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე – შტორმი.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობები და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

მეტეოროლოგები მოსახლეობასა და შესაბამის უწყებებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0