თბილისის ხედი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს, 4 მაისს

76
საქართველოს დედაქალაქში სითბო ბრუნდება - დღის განმავლობაში ჰაერი გათბება 25-26 გრადუსამდე, იქნება უღრუბლო და მზიანი ამინდი

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 4 მაისს სინოპტიკოსები უღრუბლო და მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზე ამოვა 05:54 საათზე და 20:01 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 13-14 გრადუსს შეადგენს, დღისით კი ჰაერი 25-26 გრადუსამდე გათბება. წვიმა მოსალოდნელი არ არის.

76
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 8 მაისს

24
(განახლებულია 19:47 06.05.2021)
შაბათს დედაქალაქში მზიანი ამინდი დღის მეორე ნახევარში შეიცვლება – იქნება მოღრუბლულობა, მაგრამ ნალექი მოსალოდნელი არაა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 8 მაისს თბილისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. თუმცა დილა მზიანი და უღრუბლო იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 13 გრადუსი, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება.

მზე ადგილობრივი დროით 05:46 საათზე ამოვა და 20:07 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ძლიერი წვიმა

ძლიერი ქარი და წვიმა: საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი

81
(განახლებულია 16:36 05.05.2021)
სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის გარეუბნებში დღეს ქარის სიმძლავრე წამში 17−22 მეტრს მიაღწევს, აცხადებენ სინოპტიკოსები.

მათი ცნობით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე – შტორმი.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობები და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

მეტეოროლოგები მოსახლეობასა და შესაბამის უწყებებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

81
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება