თბილისი

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში საქართველოში

72
(განახლებულია 21:09 30.04.2021)
დედაქალაქში 2 და 3 მაისს თბილ ამინდს ელოდებიან, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კი, მიუხედავად წვიმისა, ჰაერის დათბობას პროგნოზირებენ.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები 1 მაისს თბილისში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18-23 გრადუსი იქნება.

თბილისში 2 და 3 მაისს დღის განმავლობაში არ იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 24-26 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 2-3 მაისს თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 25-30 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა ამ შემთხვევაშიც 22-27 გრადუსამდე დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

72
თემები:
ამინდი საქართველოში (476)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს

10
(განახლებულია 13:13 18.05.2021)
სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 13–14 გრადუსი, დღისით კი 27–28 გრადუსამდე დათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:18 საათზე ჩავა.

10
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი ზაფხულში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: სამშაბათი, 18 მაისი

47
საქართველოს დედაქალაქში დღის განმავლობაში ჰაერი 26-27 გრადუსამდე გათბება, ნალექი მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 18 მაისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 05:38 საათზე ამოვა და 20:15 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15–16 გრადუსი, დღისით თერმომეტრის სვეტი კი პლუს 26–27 გრადუსამდე აიწევს.

ნალექი მოსალოდნელი არ არის.

 

 

47
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

0
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
0