სეტყვა

ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ ყვარელი და ლაგოდეხის სამი სოფელი დააზარალა

138
(განახლებულია 23:38 29.04.2021)
ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრული არ არის, ამიტომ უცნობია, თუ რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი,  ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, რაიონში სტიქიამ ვენახების, საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50-60 პროცენტი გაანადგურა.

სეტყვისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. შექმნილ ვითარებას მერიის თანამშრომლები შეისწავლიან.

გარდა ამისა, სტიქიამ  დააზარალა ქალაქი ყვარელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი.

სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

138
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს

13
(განახლებულია 13:13 18.05.2021)
სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 20 მაისს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 13–14 გრადუსი, დღისით კი 27–28 გრადუსამდე დათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:18 საათზე ჩავა.

13
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი ზაფხულში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: სამშაბათი, 18 მაისი

47
საქართველოს დედაქალაქში დღის განმავლობაში ჰაერი 26-27 გრადუსამდე გათბება, ნალექი მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 18 მაისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 05:38 საათზე ამოვა და 20:15 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15–16 გრადუსი, დღისით თერმომეტრის სვეტი კი პლუს 26–27 გრადუსამდე აიწევს.

ნალექი მოსალოდნელი არ არის.

 

 

47
„სპუტნიკ V“–თი ვაქცინაცია

რუსეთში კორონავირუსის მეოთხე ვაქცინას არეგისტრირებენ პუტინი

0
(განახლებულია 13:54 18.05.2021)
ამჟამად რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა დარეგისტრირებული: „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმოქცევაში მალე მოხვდება კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე ვაქცინა.

ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ რუსეთში რეგისტრაციას გაივლის>>

საუბარია „სპუტნიკ ლაიტზე“, რომელიც რეგისტრაციას გადის ჯანდაცვის სამინისტროში. „სპუტნიკ ლაიტი“ – ესაა ვაქცინა „სპუტნიკ V“–ს ერთი ინექცია. „სპუტნიკ V“ ორჯერ კეთდება. მისი ეფექტურობა, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის მონაცემებით, რომელიც ჟურნალ The Lancet–ში გამოქვეყნდა, 91,6%–ს შეადგენს. ამავე პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ ორკომპონენტიანი ვაქცინის პირველი ინექციის შემდეგ დაავადებისგან დაცვის დონემ 87,6% შეადგინა.

„სპუტნიკ ლაიტი“ - ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, რომლის შემადგენლობაში იგივე სტრუქტურებია, რომლებსაც „სპუტნიკV" მოიცავს. „სპუტნიკ ლაიტი“ არ შეიცავს თავად COVID-19-ს, შესაბამისად, აცრის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრ გინცბურგის თქმით, „სპუტნიკ ლაიტით“ აცრა პირს ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იცავს და დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობის შემცირების საშუალებას იძლევა. აცრის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ს შეადგენს, დასძინა მეცნიერმა.

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა დარეგისტრირებული. ესენია „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.

0
თემები:
რუსეთი დღეს