თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 11 აპრილს

116
(განახლებულია 17:23 09.04.2021)
კვირას საქართველოს დედაქალაქში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 11 აპრილს თბილისში მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, მოსალოდნელია სუსტი წვიმა.

ღამით ტემპერატურა პლუს 13–14 გრადუსი, ხოლო დღისით 19–20 გრადუსი იქნება.

მზე 06:28 საათზე ამოვა და 19:36 საათზე ჩავა.

116
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (661)
თბილისი

საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება

79
(განახლებულია 15:19 13.04.2021)
ხვალიდან თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 აპრილამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქვეყანაში 14 აპრილიდან გამოიდარებს და თბილი ამინდი 16 რიცხვამდე შენარჩუნდება. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელის სეტყვა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსია. 14–16 აპრილის პერიოდში კი პლუს 19–21 გრადუსი სითბო იქნება.

79
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 აპრილს

39
(განახლებულია 10:43 13.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ხუთშაბათს გაზაფხულის ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 აპრილს ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

დღის პირველ ნახევარში მზიანი დ თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი მცირე ნალექია ნავარაუდევი.

მზე 06:21 საათზე ამოვა და 19:40 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7–8 გრადუსი, დღისით კი პლუს 20–21 გრადუსია ნავარაუდები.

39
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (661)
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

0
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0