თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 10 აპრილს

88
(განახლებულია 16:24 08.04.2021)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში მოღრუბლული, თუმცა თბილი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 10 აპრილს თბილისში მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ, მოსალოდნელია სუსტი წვიმა.

ღამით ტემპერატურა პლუს 10–11 გრადუსი, ხოლო დღისით 21–22 გრადუსი იქნება.

მზე 06:29 საათზე ამოვა და 19:35 საათზე ჩავა.

88
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (662)
თბილისი

საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება

96
(განახლებულია 15:19 13.04.2021)
ხვალიდან თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 აპრილამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქვეყანაში 14 აპრილიდან გამოიდარებს და თბილი ამინდი 16 რიცხვამდე შენარჩუნდება. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელის სეტყვა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსია. 14–16 აპრილის პერიოდში კი პლუს 19–21 გრადუსი სითბო იქნება.

96
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 აპრილს

51
(განახლებულია 10:43 13.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ხუთშაბათს გაზაფხულის ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 აპრილს ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

დღის პირველ ნახევარში მზიანი დ თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი მცირე ნალექია ნავარაუდევი.

მზე 06:21 საათზე ამოვა და 19:40 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7–8 გრადუსი, დღისით კი პლუს 20–21 გრადუსია ნავარაუდები.

51
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (662)
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

0
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები