პლუს 30 გრადუსი: სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7–8 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა 20–25 გრადუსამდე მოიმატებს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 აპრილს

დასავლეთ საქართველოში  25–30 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20–25 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.  ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

9 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. ჰაერის ტემპერატურა 10–12 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ასეთი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება.  11 აპრილიდან კი ამინდი გაუმჯობესდება.

სინოპტიკოსები თბილისში 8 აპრილამდე ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ. 7 აპრილიდან ჰაერი 17–19 გრადუსამდე გათბება, 8 აპრილიდან კი ჰაერის ტემპერატურა 22–24 გრადუსს მიაღწევს.

9 აპრილს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ქალაქის გარეუბნებში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც წამში 22 მეტრს მიაღწევს.

რაც შეეხება სამშაბათს, 6 აპრილს, დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 „დღეს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

ყველა ახალი ამბავი
0