თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება, თუმცა ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 10–15, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 13–18 გრადუსია მოსალოდნელი.
4-5 აპრილს, მიუხედავად თბილი ამინდისა, ზოგ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 18–23 გრადუსი იქნება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2–3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 15–17, ხოლო 4-5 აპრილს პლუს 19–21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16–19 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დღისით დაბლობში ჰაერი პლუს 20–25 გრადუსი იქნება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 22–24 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 აპრილამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქვეყანაში 14 აპრილიდან გამოიდარებს და თბილი ამინდი 16 რიცხვამდე შენარჩუნდება. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელის სეტყვა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსია. 14–16 აპრილის პერიოდში კი პლუს 19–21 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.