თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში 1–4 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნალექიც, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა დღისით დაბლობში პლუს 5-დან 10 გრადუსამდე შუალედში იქნება.
2 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა, 3–4 მარტს კი ზოგან ძლიერი ქარი დაუბერავს.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში 5 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება და უფრო დათბება.
ჰაერის ტემპერატურა 1–4 მარტს 8–10 გრადუსს მიაღწევს, 5 მარტს კი უფრო მოიმატებს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 აპრილამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქვეყანაში 14 აპრილიდან გამოიდარებს და თბილი ამინდი 16 რიცხვამდე შენარჩუნდება. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელის სეტყვა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსია. 14–16 აპრილის პერიოდში კი პლუს 19–21 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 აპრილს ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
დღის პირველ ნახევარში მზიანი დ თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი მცირე ნალექია ნავარაუდევი.
მზე 06:21 საათზე ამოვა და 19:40 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7–8 გრადუსი, დღისით კი პლუს 20–21 გრადუსია ნავარაუდები.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.
კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს.
მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.
აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“