თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისში შაბათს, 27 თებერვალს მზიანი და შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი.
ღამით ტემპერატურა პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე გათბება.
მზე 07:39 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 14 აპრილამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქვეყანაში 14 აპრილიდან გამოიდარებს და თბილი ამინდი 16 რიცხვამდე შენარჩუნდება. ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელის სეტყვა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17–დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსია. 14–16 აპრილის პერიოდში კი პლუს 19–21 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 15 აპრილს ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
დღის პირველ ნახევარში მზიანი დ თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი მცირე ნალექია ნავარაუდევი.
მზე 06:21 საათზე ამოვა და 19:40 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7–8 გრადუსი, დღისით კი პლუს 20–21 გრადუსია ნავარაუდები.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და 24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.
პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ნიკა ლატარია