თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო ძირითადად ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახლების სახურავების გადახდის შემთხვევები დაფიქსირდა. ასევე ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას, ერთ მისამართზე კი ქარმა საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოანგრია.
თბილისში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის შესაბამისის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„ათივე რაიონში გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.
თოვლი, ქარბუქი, ნისლი – სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ>>
როგორც განცხადებაში წერია, ძლიერის ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო დროშაც, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა დროულად აღადგინა.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოში 5 და 6 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
5 - 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18... +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15... +17 გრადუსამდე დათბება.
„7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14... +16, ხოლო 7 მარტს +10... +12 გრადუსი დაფიქსირდება. 7 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 4 მარტს მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 2–3 გრადუსი, ხოლო დღისით 9–10 გრადუსი იქნება.
მზე 07:31 საათზე ამოვა და 18:54 საათზე ჩავა.
თბილისი, 6 მარტი - Sputnik. 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,6%-ს, ბოლო 7 დღის - 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.737 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 355 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 176 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 48, შიდა ქართლი - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, აჭარა - 17, გურია - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.344-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.567-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.680 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.387 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, იმერეთში - 233, აჭარაში - 158.
267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში - 54, იმერეთში - 9, აჭარაში- 2.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 142 ადამიანი, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.
საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 1.151 პირი გადის.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.789 პირი, იმერეთში - 691, აჭარაში - 560.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567 (ბოლო 24 საათში – 4).
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.