თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სამშაბათს, 2 თებერვალს უმეტესად მოღრუბლული და უნალექო ამინდი ელოდება.
მზე ამოვა 07:45 საათზე და 18:43 საათზე ჩავა.
ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 6-7 გრადუსამდე გათბება.
ქარი მოსალოდნელი არ არის.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 8 მარტს უმეტესად მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:22 საათზე ამოვა და 19:00 საათზე ჩავა.
თითქმის მთელი დღის განმავლობაში იქნება მოღრუბლული ამინდი, საღამოსთვის კი გამოიდარებს. დილით ითოვებს, შემდეგ კი მოვა წვიმა, რომელიც საღამოსთვის გადაიღებს.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოში 5 და 6 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
5 - 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18... +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15... +17 გრადუსამდე დათბება.
„7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14... +16, ხოლო 7 მარტს +10... +12 გრადუსი დაფიქსირდება. 7 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.