თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 19 თებერვალს მოსალოდნელია სიცივე და ნალექი სველი თოვლის სახით.
ღამით ტემპერატურა მინუს 5–6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მხოლოდ 2–3 გრადუსამდე გათბება.
მზე 07:51 საათზე ამოვა და 18:38 საათზე ჩავა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისში შაბათს, 27 თებერვალს მზიანი და შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი.
ღამით ტემპერატურა პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე გათბება.
მზე 07:39 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი იყრებოდა, იუწყება „რუსთავი2“.
აქტიურად მიმდინარეობდა გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. გზებზე ლიპყინულის გამო რამდენიმე საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.
მერია: თბილისის ქუჩებში დღეს 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა>>
თბილისში ამინდი გაუარესდა – მოვიდა თოვლი, არის ყინვა. მძღოლებს, რომელთა ავტომობილებსაც ზაფხულის საბურავები უყენიათ, ასეთი მანქანით გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.
ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.