უამინდობა საქართველოში

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება: სინოპტიკოსები საფრთხეებზე საუბრობენ

304
(განახლებულია 22:28 15.02.2021)
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან რაიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სამშაბათს, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 17–18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით, მაღალ მთაში კი ნისლი და ქარბუქი. შავ ზღვაზე 3–4 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი. 

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ – მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარასკევიდან ორშაბათამდე პერიოდში, 19-22 თებერვალს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს 4–6 გრადუსი იქნება. ქვემო ქართლის ბარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 5–7 გრადუსი, შიდა ქართლის რეგიონში მინუს 11–13 გრადუსია ნავარაუდევი.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

304
თემები:
უამინდობა საქართველოში (310)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 28 თებერვალს

40
(განახლებულია 17:04 26.02.2021)
სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს დედაქალაქში კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით 11 გრადუსამდე დათბება.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თბილისში კვირას, 28 თებერვალს მზიანი და შედარებით თბილი ამინდი იქნება.

ღამით ტემპერატურა პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 11 გრადუსამდე დათბება.

მზე 07:38 საათზე ამოვა და 18:49 საათზე ჩავა.

 

40
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 27 თებერვალს

646
(განახლებულია 17:32 25.02.2021)
სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს დედაქალაქში შაბათს გამოიდარებს და მზიანი და უღრუბლო ამინდი იქნება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისში შაბათს, 27 თებერვალს მზიანი და შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ღამით ტემპერატურა პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 10 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:39 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

646
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში