თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 16 თებერვალს წვიმა და ცივი ამინდია ნავარაუდევი.
მზე 07:55 საათზე ამოვა და 18:34 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 2 გრადუსი, დღისით კი ჰაერი 6-7 გრადუსამდე გათბება.
დილით დაწყებული წვიმა დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 8 მარტს უმეტესად მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:22 საათზე ამოვა და 19:00 საათზე ჩავა.
თითქმის მთელი დღის განმავლობაში იქნება მოღრუბლული ამინდი, საღამოსთვის კი გამოიდარებს. დილით ითოვებს, შემდეგ კი მოვა წვიმა, რომელიც საღამოსთვის გადაიღებს.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოში 5 და 6 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
5 - 6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18... +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15... +17 გრადუსამდე დათბება.
„7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14... +16, ხოლო 7 მარტს +10... +12 გრადუსი დაფიქსირდება. 7 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.
უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.
საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.