წვიმა, თოვლი და ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / STRINGERბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა მთიან რაიონებში ზვავისა და მეწყრული პროცესების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 14 თებერვალს

კერძოდ, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ასევე შიდა ქართლსა და მთიან რეგიონებში 13 და 14 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი და ქარბუქი.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროდადრო შეიძლება 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს. ზღვაზე კი 5–6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0