სატვირთო ავტომობილების რიგი ზამთარში

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

449
(განახლებულია 16:48 19.01.2021)
საქართველოს გზებზე პრობლემები ინტენსიურმა თოვამ შექმნა. უახლოეს დღეებში გამოდარება მოსალოდნელი არ არის. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მელე–ლასდილის მონაკვეთზეც (ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-157 კმ), ხოლო ამავე გზის ლენტეხი–მელეს მონაკვეთზე (89-125 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 1-89 კმ (წყალტუბოს გადასახვევი–ლენტეხი) მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

რაც შეხება ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთს (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ, საღამოს დაწესდა.

კვლავ დაკეტილია მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის კობი–გუდაურის მონაკვეთზე.

გზის გასაწმენდად ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა სამუშაოების დაწყება ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება.

უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება. 20 იანვრის ჩათვლით სინოპტიკოსები თოვლს, ქარბუქსა და ყინვას ვარაუდობენ.

449
თემები:
უამინდობა საქართველოში (310)
მოღრუბლული ცა თბილისის თავზე

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 მარტს

38
(განახლებულია 16:38 07.03.2021)
თბილისში სამშაბათს იქნება მოღრუბლული ამინდი, დღისით ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 9 მარტს უმეტესად მოღრუბლულ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:23 საათზე ამოვა და 18:59 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 10 გრადუსია ნავარაუდევი. ქალაქის ზოგიერთ რაიონში დაუბერავს არც ისე ძლიერი, მაგრამ ცივი ქარი.

ნალექი მოსალოდნელი არ არის.

38
მთაწმინდა

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 მარტს

65
(განახლებულია 11:58 06.03.2021)
თბილისში ორშაბათს თითქმის მთელი დღის განმავლობაში იქნება მოღრუბლული ამინდი, მოსალოდნელია ნალექი თოვლისა ან წვიმის სახით. საღამოსთვის კი გამოიდარებს

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 8 მარტს უმეტესად მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:22 საათზე ამოვა და 19:00 საათზე ჩავა.

თითქმის მთელი დღის განმავლობაში იქნება მოღრუბლული ამინდი, საღამოსთვის კი გამოიდარებს. დილით ითოვებს, შემდეგ კი მოვა წვიმა, რომელიც საღამოსთვის გადაიღებს.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

65
ახალშობილი ბავშვი

ევროპაში შობადობის დონე მკვეთრად იკლებს: სახელდება მიზეზი

0
(განახლებულია 12:51 08.03.2021)
მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემების საფუძველზე ევროპის ქვეყნებში შობადობის დონის კიდევ უფრო მკვეთრ შეშემცირებას ელოდებიან

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და იძულებით თვითიზოლაციას ევროპის ქვეყნებში შობადობის დონის მკვეთრი კლება მოჰყვა, იუწყება მედია.

ასე მაგალითად, გამოცემა El Pais–ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ესპანეთში შობადობა 22,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდი მაჩვენებელთან შედარებით.

„ჯერჯერობით 2021 წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემები გვაქვს. ეს ცოტაა იმისათვის, რომ მთელი წლის ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ. თუმცა უკვე ახლა ნათელია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ვარდნა“, — აცხადებს ესპანეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი დიეგო რამირო.

იგივე ვითარება შეინიშნება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იტალიაში გასული წლის დეკემბერში ახალშობილთა რაოდენობა 21,6%-ით იყო შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო საფრანგეთში იანვარში შობადობა 13%-ით დაეცა.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც წყვილებს აიძულებს, გადადონ ოჯახების შექმნა და შვილების გაჩენა, პირველ ადგილზეა კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება და მაღალი სიკვდილიანობა.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა