თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 3 იანვარს

4159
(განახლებულია 11:37 01.01.2021)
საქართველოს დედაქალაქში კვირას მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 3 იანვარს დედაქალაქში მზიან, თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 7 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:28 საათზე ამოვა და 17:42 საათზე ჩავა.

4159
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (601)
ე.წ. სამხედრო გზა

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: ბოლო მონაცემები

18
(განახლებულია 15:36 20.01.2021)
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან აიკრძალა

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

„რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (99-101–ე კმ), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ 1 კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

18
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში

ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე: აჭარაში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - ვიდეო

30
აჭარის მთებში, დასახლებულ პუნქტებსა და სანაპიროზე დიდთოვლობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში ძლიერი თოვის შედეგები

ქობულეთის მახლობლად ტრასაზე თოვლის გამო რამდენიმე ავარია მოხდა.

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური ყურადღება მართებთ - გზებზე შესაძლოა მოყინული მონაკვეთები იყოს. მათ, ვისაც საკმაირის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა საჭის დამორჩილება ვერ შეძლონ.

მუნიციპალური და რაიონული სამსახურების თანამშრომლები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. ასევე მიმდინარეობს კომუნალური მომსახურების სისტემაში ავარიების თავიდან არიდების სამუშაოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

30
ჯო ბაიდენი

ინაუგურაციისთანავე: რა ბრძანებულებებს მოაწერს ხელს ბაიდენი პრეზიდენტობის პირველ დღეს

0
(განახლებულია 16:19 20.01.2021)
ჯო ბაიდენი თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მთელი რიგი ბრძანებულებების გაუქმებას გეგმავს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის პირველ დღეს რამდენიმე ბრძანებულებაზე აპირებს ხელის მოწერას, რომელთა შორისაა, მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის შეწყვეტა და აშშ–ის დაბრუნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ასევე პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, იუწყება CNN-ი. 

„არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს ზომებს არა მარტო იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიყენებული სეროზული ზარალი აანაზღაუროს, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანას წინსვლის საშუალება მისცეს“, — ნათქვამია ბაიდენის გუნდის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ბრძანებულებებს ხელს 20 იანვარს მოაწერს კაპიტოლიუმში ფიცის დადებისთანავე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეზიდენტი შეწყვეტილად გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც მექსიკასთან კედლის აგების საბაბად გამოიყენებოდა. ამასთან ხელისუფლება აპირებს, ყურადღებით შეისწავლოს მშენებლობასთან დაკავშირებული ფინანსირების მეთოდები და კონტრაქტები.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ–ის გასვლას, ჯო ბაიდენი ასევე გააუქმებს ტრამპის ბრძანებულებას ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯანმოს „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს COVID-19–ზე საერთაშორისო პასუხის კოორდინაციაში და ასევე მომავალი პანდემიებისა და ეპიდემიებისთვის მაღალი მზაობისთვის“.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გაუქმებასაც აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს მილსადენ Keystone XL–ის მშენებლობაა. პროექტი 1,9 ათასი კმ სიგრძისა და დღეში 800 ათასი ბარელი სიმძლავრის ნავთობსადენის მშნებელობას ითვალისწინებს უმსხვილესი კანადური ნავთობმომპოვებელი პროვინცია ალბერტადან მექსიკის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე. ამ ნავთობსადენის მშენებლობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა