როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 1 იანვარს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში პარასკევს, ახალი წლის პირველ დღეს, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი პლუს 8 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 1 იანვარს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 8 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:28 საათზე ამოვა და 17:40 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0