ბარათაშვილის ხიდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 29 დეკემბერს

81
საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს ღამით 2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +6-7 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 29 დეკემბერს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით პლუს 6-7 გრადუსამდე მოიმატებს. დროგამოშვებით შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა.

მზე 08:29 საათზე ამოვა და 17:37 საათზე ჩავა.

81
მოღრუბლული ამინდი თბილისში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: სამშაბათი, 19 იანვარი

2260
(განახლებულია 20:16 17.01.2021)
ღამით საქართველოს დედაქალაქში სინოპტიკოსები ყინვას ელოდებიან, დღისით  მოსალოდნელია წვიმა, ზოგან თოვლი

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისელებს სამშაბათს, 19 იანვარს მოღრუბლულ ამინდს და წვიმას, ზოგან თოვლს ჰპირდებიან.

კვირას მზე დედაქალაქში 08:23 საათზე ამოვა.

დღისით ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ პლუს 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი პლუს მინუს 1 გრადუსია მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე თბილისში 18:00 საათზე ჩავა.

2260
ტყე ზამთარში

ყინვა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

2235
(განახლებულია 21:11 17.01.2021)
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ყინვა, თოვლი, ქარბუქი. გზებზე შესაძლებელია ლიპყინული

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოში 18-20 იანვარს ცივი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან  ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მძღოლების საყურადღებოდ: საავტომობილო გზებზე შესაძლებელია ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ  შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

2235
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0