მოღრუბლულობა

წვიმა, თოვლი და  ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

236
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში წვიმა, ზღვაზე ღელვა, ხოლო მაღალმთაში თოვლია ნავარაუდევი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

„16-17 დეკემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

236
თემები:
ამინდი საქართველოში (461)
თბილისი

რამდენ ხანს შენარჩუნდება თბილი ამინდი საქართველოში

72
(განახლებულია 17:31 25.01.2021)
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 28 იანვარს გაწვიმდება, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში 25–27 იანვარს უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა პლუს 13–18 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 8–13 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ნალექი მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა კი 11–13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ხუთშაბათს, 28 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 11–16 გრადუსი იქნება.

72
თემები:
ამინდი საქართველოში (461)
თბილისი, ორბელიანის მოედანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 იანვარს

58
(განახლებულია 10:39 25.01.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს უნალექო და თბილი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მეტეოროლოგების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 27 იანვარს თბილი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 08:18 საათზე ამოვა და 18:09 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი, ღამით კი ნული გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

 

58
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
პარლამენტი

რა უფლებამოსილება მიენიჭებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს: კომიტეტში ცვლილებებს დღეს განიხილავენ

0
(განახლებულია 09:43 26.01.2021)
რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს  შესაძლებლობა ექნებათ  დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

კანონპქროექტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

„უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან>>

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი