ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 დეკემბერს

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 დეკემბერს

123
(განახლებულია 20:00 13.12.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სამშაბათს დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, შუადღის მერე კი მზე გამოანათებს – ჰაერის ტემპერატურა პლუს 7-8 გრადუსამდე იქნება.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 15 დეკემბერს ღრუბლიან ამინდს, დროგამოშვებით კი გამოდარებას პროგნოზირებენ.

მზე 08:21 საათზე ამოვა და 17:31 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2, დღისით მაქსიმალური კი პლუს 7-8 გრადუსია ნავარაუდევი.

დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, შუადღის მერე კი მზე გამოანათებს.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

123
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (605)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 28 იანვარს

24
(განახლებულია 16:29 26.01.2021)
დედაქალაქში ხუთშაბათს მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 28 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +11 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:17 საათზე ამოვა და 18:10 საათზე ჩავა.

24
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (605)
თბილისი

რამდენ ხანს შენარჩუნდება თბილი ამინდი საქართველოში

83
(განახლებულია 17:31 25.01.2021)
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 28 იანვარს გაწვიმდება, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში 25–27 იანვარს უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა პლუს 13–18 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 8–13 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ნალექი მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა კი 11–13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ხუთშაბათს, 28 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 11–16 გრადუსი იქნება.

83
თემები:
ამინდი საქართველოში
„ოსკარის“ ქანდაკება

ქართულ დრამას „დასაწყისი“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენას უწინასწარმეტყველებენ

0
(განახლებულია 16:12 26.01.2021)
მოხვდება თუ არა ქართული ფილმი იეღოვას მოწმეების დევნის შესახებ პრესტიჟული კინოპრემიის ნომინანტებს შორის, 9 თებერვალს გახდება ცნობილი

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.

IndieWire – ესაა ვებ–გვერდი, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და კინოინდუსტრიასა და კინომიმოხილვას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ვებ–გვერდზე დამოუკიდებელ კინოს ეძღვნება.

IndieWire–ის შერჩეულ ფილმებს შორის მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის კინოსურათები – საბერძნეთის, ჩეხეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვ.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის.

მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ამერიკული „ოსკარის“ პრემიის ნომინანტებს 9 თებერვალს დაასახელებენ.

0
თემები:
საქართველო და კულტურა