ძლიერი ქარი, თოვლი და წვიმა – როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

გამოწერა
ხანმოკლე წვიმა, ქარი და თოვლჭყაპი – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზამთრის პირველი დღეები ცივი იქნება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ცალკეულ რაიონებში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

პარასკევს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. კვირას დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი, შაბათს კი თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 1, დღისით მაქსიმალური კი პლუს 8–10 გრადუსი იქნება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 4 დეკემბერს

დასავლეთ საქართველოში 4–6 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდები იქნება. 4 დეკემბერს ძლიერი ქარი იქროლებს, დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 4–5 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 18 გრადუსია ნავარაუდევი.

მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა – დასავლეთ საქართველოში ღამით მინუს 7 გრადუსი, დღისით კი პლუს 8–11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში გათოვდება – ღამით მინუს 10 გრადუსი, დღისით კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

დედაქალაქში პარასკევს უნალექო ამინდი, უქმეებზე კი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 4–5, დღისით კი პლუს 6–8 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0