როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 15 ნოემბერს

გამოწერა
დედაქალაქში კვირას შემოდგომის ღრუბლიანი და ცივი ამინდი იქნება – ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. თბილისში კვირას, 15 ნოემბერს უპირატესად ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 6 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:50 საათზე ამოვა და 17:40 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0