როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 14 ნოემბერს

გამოწერა
დედაქალაქში შაბათს შემოდგომის ღრუბლიანი და ცივი ამინდი იქნება – ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 14 ნოემბერს უპირატესად ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 6 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:49 საათზე ამოვა და 17:40 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0