თავისუფლების მოედანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს, 10 ნოემბერს

60
სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს მზიანი, უნალექო, თუმცა გრილი ამინდია ნავარაუდევი – ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს სამშაბათს, 10 ნოემბერს მზიანი და დროგამოშვებით მოღრუბლული ამინდი ელოდებათ.

მზე 07:44 საათზე ამოვა და 17:44 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7-8, დღისით მაქსიმალური კი პლუს 15-16 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 5-11 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით 10-15 მეტრამდე გაძლიერდება.

60
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (567)
ბახმარო ზამთარში

ბახმაროს გზა გაიხსნა

34
(განახლებულია 16:52 24.11.2020)
200-ზე მეტი დამსვენებლისთვის, რომლებიც ინტენსიური თოვის გამო მაღალმთიან კურორტ ბახმაროში ჩარჩნენ, „თოვლის ტყვეობა“ დასრულდა – გზა გაწმენდილია.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა კურორტ ბახმაროს მიმართულებით აღდგენილია – თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა, ნათქვამია გურიის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზის 34–56 კმ მონაკვეთზე მოძრაობა 18 ნოემბრიდან აკრძალული იყო.

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ასეთი ვითარების გამო უკან ვერ ბრუნდებოდნენ.

კუჭავას განცხადებით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად გზა უკვე გაწმენდილია და გადაადგილების პრობლემა აღარ არის. ბახმაროში ჩარჩენილებს კურორტიდან წასვლა უკვე შეუძლიათ.

ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო დეპარტამენტის, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და გურიის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები.

34
თემები:
უამინდობა საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს

31
(განახლებულია 15:49 24.11.2020)
ხუთშაბათს დედაქალაქში მზიანი, თუმცა მაინც ცივი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები ცხრა გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს უნალექო, მზიანი, მაგრამ ცივი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 3, ხოლო მაქსიმალური დღისით პლუს 9 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:03 საათზე ამოვა და 17:32 საათზე ჩავა.

31
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (567)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

0
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ახორციელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრი განიხილეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი თურქეთის ინიციატივით შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს იმ გადაწყვეტილებების სრული და თანმიმდევრული შესრულების აუცილებლობა, რომლებიც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის მიმართული“.

აღინიშნა, რომ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ეფექტურად ახორციელებენ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში პრიორიტეტულია ისეთი ჰუმანიტარული პრობლემები, როგორებიცაა დევნილების დაბრუნება, რელიგიური და კულტურული ობიექტების შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა >>

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020