აბანოთუბანი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 7 ნოემბერს

72
(განახლებულია 15:29 05.11.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი დღისით 15 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. თბილისში შაბათს, 7 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

მინიმალური ტემპერატურა პლუს 11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:40 საათზე ამოვა და 17:47 საათზე ჩავა. 

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

72
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (573)
დათოვლილი თბილისი

სინოპტიკოსების პროგნოზი: როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

128
(განახლებულია 19:40 04.12.2020)
ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო. პროგნოზის თანახმად, ამჯერად უფრო თბილი ზამთარი გველოდება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთარში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ერთი გრადუსით მეტი იქნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობში პლუს 5–7 გრადუსია, მთაში – 0 – მინუს 2, ხოლო მაღალ მთაში – მინუს 4–2. აღმოსავლეთ საქართველოში კი საშუალო ტემპერატურა დაბლობში არის – 0–პლუს 2, მთაში – მინუს 2–0, მაღალ მთაში მინუს 5–3.

„სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა ამ ზამთარს ნორმის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება ნალექის ნორმას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზამთარში მისი დონე 500–700 მილიმეტრს შეადგენს, მთაში – 300–450-ს, ხოლო მაღალ მთაში – 200–400-ს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ნალექის საშუალო ნორმაა 70–120 მილიმეტრი, მთაში – 80–15, ხოლო მაღალ მთაში – 70–150.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო წლებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 3-4 გრადუსს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში — 0-1 გრადუსს.

ბოლო დროს თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2014 წელს დაფიქსირდა — მინუს 13,9 გრადუსი, ხოლო 1883 წელს — მინუს 24 გრადუსიც იყო.

128
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 6 დეკემბერს

37
(განახლებულია 16:19 04.12.2020)
დედაქალაქში მოღრუბლული ამინდი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს შვიდ გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 6 დეკემბერს თბილისში ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია სუსტი წვიმა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 5 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

მზე 08:12 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

37
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (573)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 5 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:18 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

0