წვიმა

წვიმა, წყალდიდობა, შტორმი: უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

110
(განახლებულია 17:25 31.10.2020)
სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატებაა შესაძლებელი

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ამინდი ფუჭდება - წვიმიანი ამინდი 3 ნოემბრამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„1-2 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის  დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

110
თემები:
ამინდი საქართველოში (448)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 2 დეკემბერს

27
(განახლებულია 14:14 30.11.2020)
ოთხშაბათს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 2 დეკემბერს თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 2–3 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 9–10 გრადუსამდე გათბება.

მზე 08:09 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

27
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
მოღრუბლული ამინდი თბილისში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 დეკემბერს

122
ზამთარი დაიწყება საქართველოს დედაქალაქში მოღრუბლულობით, ზოგან წვიმით, სამშაბათს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 6-7 გრადუსი იქნება.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ზამთრის პირველ დღეს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას, დროგამოშვებით კი წვიმას გვპირდებიან.

მზე 08:08 საათზე ამოვა და 17:31 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2-3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 6-7 გრადუსი იქნება.

ქარის სიჩქარე წამში 5 მეტრს არ გადააჭარბებს.

122
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში