თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 13 ოქტომბერს

42
(განახლებულია 17:38 11.10.2020)
სამშაბათს დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 22 გრადუს სითბოს გვპირდებიან

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 13 ოქტომბერს მზიანი და უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – პლუს 13 გრადუსი, ხოლო დღისით მაქსიმალური +22 გრადუსი იქნება.

ქარი 5–10 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:10 საათზე ამოვა და 18:22 საათზე ჩავა.

42
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (541)
თბილისი ღამით

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 27 ოქტომბერს

20
დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდია, სამშაბათსაც ასეთივე ამინდი იქნება, სინოპტიკოსების 23 გრადუს სითბოს გვპირდებაინ

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 27 ოქტომბერს უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12-13 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +22-23 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:26 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

20
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (541)
თბილისი

საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება: სინოპტიკოსების პროგნოზი

60
(განახლებულია 20:42 23.10.2020)
თბილი და მზიანი ამინდი იქნება საქართველოს დედაქალაქშიც – ჰაერის ტემპერატურა პლუს 26 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 23–26 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

  • „ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში.

უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ტემპერატურა უქმეებზე 24–26 გრადუსი იქნება.

60
თემები:
ამინდი საქართველოში
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა - ამერიკელმა მას ცხვირი გაუტეხა

0
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ეგიდით უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) დამარცხდა ამერიკელ მირანდა მავერიკთან UFC-ს (Ultimate Fighting Championship) ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში იმართება.

მსაჯებმა ბრძოლა პირველივე რაუნდში გააჩერეს, რადგან ამერიკელმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლის გაჩერების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ჯოჯუამ თავის Instagram-ზე.

ბრძოლის დაწყებისთანავე მავერიკმა ხელის სიგრძეში უპირატესობა მოიპოვა. ჯოჯუას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ფეხებში შეებოჭა მეტოქე, მაგრამ ყოველ მცდელობისას თავში პირდაპირი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი იდაყვით ხისტი დარტყმა მიიღო, რომელიც ცხვირის გატეხვის მიზეზი გახდა. ექიმებმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოჯუას ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

ჯოჯუასთვის ეს UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა იყო, საიდანაც მან ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა.

0
თემები:
სპორტის ამბები