თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 11 ოქტომბერს

49
(განახლებულია 16:32 09.10.2020)
სინოპტიკოსები კვირას დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს გვპირდებიან, მოსალოდნელია სუსტი წვიმაც.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში კვირას, 11 ოქტომბერს ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელია. შესაძლოა გაწვიმდეს.

მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება 12 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:08 საათზე ამოვა და 18:25 საათზე ჩავა.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

49
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (540)
თბილისი

საქართველოში 29 გრადუსამდე დათბება: სინოპტიკოსების პროგნოზი

59
(განახლებულია 20:42 23.10.2020)
თბილი და მზიანი ამინდი იქნება საქართველოს დედაქალაქშიც – ჰაერის ტემპერატურა პლუს 26 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 23–26 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

  • „ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში.

უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ტემპერატურა უქმეებზე 24–26 გრადუსი იქნება.

59
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 25 ოქტომბერს

30
(განახლებულია 13:29 23.10.2020)
კვირას დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში კვირას, 25 ოქტომბერს უპირატესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:25 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

30
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (540)
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 93 შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 14:09 25.10.2020)
რეგიონში დადასტურებული შემთვევების უმრავლესობა ზუგდიდში გამოვლინდა, ყველაზე მეტი პაციენტები რუხის კლინიკაში მკურნალობს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშებიდან 93-ზე დადებითი პასუხია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას გამცხადებით, აქედან 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა - ფოთში, 7 შემთხვევა - წალენჯიხაში. ასევე 7 შემთხვევა ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა  სენაკში, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი, მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (3 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 წალენჯიხა, 1 სამტრედია, 3 ქუთაისი).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 174 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1928-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 28 431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 604 ადამიანი შეემატა, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა – 201, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3766 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2268 ადამიანი იმყოფება.

„დაბურული მინის“ ნიშანი : რა ცვლილებები აღმოაჩნდათ უსიმპტომო პაციენტებს >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

0
თემები:
COVID-19 საქართველოში